სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ, პარტნიორების ძალისხმევა როგორიც არ უნდა იყოს, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ

სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ, პარტნიორების ძალისხმევა როგორიც არ უნდა იყოს, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ

access_time2021-12-17 00:00:00

შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.


მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს პარტნიორების ძალისხმევა, პროცესი საბოლოოდ ქართველი პოლიტიკოსების მიერ უნდა იყოს მართული.


„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება, შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, მაგრამ აუცილებელია, რათა ეს პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა.


დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



მისივე თქმით, პროცესის წარმატებულად წარმართვა იქნება საშუალება, რომ წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, დავხუროთ წარსული ფურცლები, რომელიც ქვეყანას მიძედ აწვება, ეს კი, მოიტანს შინაგან დამშვიდებას.


ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, „ოკუპაციაზე პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ, დრო და დრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე“.


„ეს არის ანა-ბანა და ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველი უნდა იყოს მაგალითი ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც იცის, საითკენ მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, რათა ეს პერსპექტივა, ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენს აფხაზებს და ოსებს, ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც წაიყვანთ წინ და მათაც მისცემთ პერსპექტივას“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილმა პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. საახალწლო მიღებაზე მიწვეული იყვნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პარტია „დროა“ და „ევროპული საქართველო“.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up