საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონელ კოლეგას, ალარ კარისს ტელეფონით ესაუბრა.
დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა „კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის" ანგარიშზე.