სალომე ზურაბიშვილი - მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება

სალომე ზურაბიშვილი - მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება

access_time2022-10-09 16:30:58

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია, ასევე, მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება და ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა.


„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზის გახსნა, რომელიც სიმბოლურად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პრემიერის ადმინისტრაციასთან დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისათვის, რომ მომავალი წელი იყოს ნიკო ნიკოლაძის წელი. სახელმწიფო კომისია უთუოდ შეიქმნება. მთავარი იდეაა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იყოს და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება, ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა, რადგან რასაც ევროპა გულისხმობს, ის ყველაფერი ჩვენშია. აქ ნახსენები იყო სასამართლო და ჩვენ ოდიდან გვქონდა ამის ადათი და ტრადიცია, რომელიც შუალედში დაგვაკარგინეს, მაგრამ ამისი აღდგენა შეიძლება. თვითმმართველობა – თვითმმართველი მხარეების გარეშე საქართველო ვერ მოვიდოდა დღემდე და ვერ გაუძლებდა შემოტევებს მისი ისტორიის მთელ გზაზე. გენდერი – ეს ერთ-ერთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. თვლიდა, რომ ქალებსა და ვაჟებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო და პირველობაზე თუ ვსაუბრობთ, მან პირველმა გაიყვანა ქართველი ქალი სტუდენტები საზღვარგარეთ, შვეიცარიაში სასწავლებლად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ვარ, მაგრამ ეს შთამომავლობა დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა და იმედი მაქვს, რომ მეც შევიტან წვლილს მისი ცხოვრების მთელი არსისა და მიზნის განხორციელებაში – ამ ქვეყნისა და ამ სახელმწიფოს გაძლიერებაში.



დაბოლოს, მინდა, სტუდენტებსაც მივმართო: დღეს ძალიან დიდი ტენდენციაა და საჭიროცაა, რომ სტუდენტები გავიდნენ ქვეყნიდან, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მაგალითის მსგავსად, საზღვარგარეთ მიიღონ კიდევ მეტი სპეციალიზაცია და მოიარონ მსოფლიო, ის ჯერ იყო რუსეთში, შემდეგ ევროპაში და იქიდან ჩამოიტანა ყველაფერი, რაც ჩამოსატანი იყო. მაგრამ მისი მაგალითია ისიც, რომ დაბრუნდა საქართველოში ყველაზე ცუდ პერიოდში. ეს არის მაგალითი, რომ უცხოეთში უნდა მიიღო ყველაფერი, კარგი და ცუდი გაარჩიო, დაბრუნდე აქ და შენი წვლილი შეიტანო ამ ქვეყნის მშენებლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო მომავალზე ორიენტირებული. მთავარი მისი საქმიანობის გაგრძელებაა, რომ ახალგაზრდები იყვნენ სახელმწიფო ინტერესებით და სახელმწიფოზე ზრუნვით აღჭურვილნი და ახალი საქართველო ააშენონ. ჩვენ როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება ინჟინრები. გვაქვს ამისი უნარი და ნიჭი, მაგრამ საჭიროა, რომ ყველა დარგი შეივსოს და არ იყოს დეფიციტური პროფესიები, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up