საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.
„მქონდა ძალიან არსებითი საუბარი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერასა და უკრაინისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე“, - წერს ზურაბიშვილი.