„გილოცავთ, გენერალო პაველ, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას და ველი თქვენთან თანამშრომლობას საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ საერთო ევროპულ ფასეულობებზე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურში ხმათა 57.6%-ით ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.