სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022 გახსნა

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022 გახსნა

access_time2022-11-18 19:40:59

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა.



კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე.



ქართული პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 25-მდე ქართული კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და 12 სტარტაპი.



დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქართული სტარტაპების მხარდაჭერისათვის, კონფერენციაში მონაწილეობისა და იმ საქმიანობისათვის, რომელიც მან პარლამენტში, დიასპორასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისათვის გასწია.




,,მე მართლა ამაყი ვარ, რომ თქვენ აქ ხართ დღეს, ამას ავხსნი რატომ. ქალბატონი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა დიასპორის კომიტეტს, ვიდრე მე ამირჩევდნენ. მან შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ ორმაგი მოქალაქეობით და კიდევ მრავალი სხვა შესაძლებლობით. 



როდესაც მე ეს კომიტეტი გადმოვიბარე, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის ქალბატონი პრეზიდენტისგან, მე ვნახე, რომ ჩვენ გვყავს ორმილიონამდე დიასპორის წევრი მთელს მსოფლიოში და ძირითადად, მოდიან ადამიანები, ვისაც აქვთ დიდი პრობლემები, მაგრამ ვისაც აქვთ შესაძლებლობები და ნიჭი ისინი ჩრდილში რჩებიან, ამიტომ ,,Globalize პლატფორმას“ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ აღმოგვაჩენინეს ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. 



ძალიან კარგად მახსოვს პირველად სალომე კუკავა (კონფერენციის ორგანიზატორი და კომაპნია ,,Globalize დამფუძნებელი), როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს ვთხოვე აუდიენცია და გადავწყვიტე, რომ ამეხსნა ქალბატონი სალომესთვის, (მე დღესაც ახალი ვარ ამ მიმართულებით, და ხშირად ვკითხულობ, როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპერობა და ინოვაცია საქართველოში). ქალბატონმა სალომემ ძალიან მარტივად შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მე ამ მიმართულებას ძალიან კარგად ვიცნობ, მათ შორის, ამ მიმართულებით წარმატებული ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრები. დანარჩენი გამოკითხეთ მერე, ,,Unicorn“ ყავს ოჯახის წევრი. 



და აი დღეს არის შედეგი, რომ ის ჩვენთან ერთადაა. შეგვპირდა, რომ ის აუცილებლად დაუჭერდა მხარს სტარტაპერებს და ინოვაციებს საქართველოს გარეთ და მადლობელი ვარ მისი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.



დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ,,გლობალაიზ საერთაშორისო კონფერენცია“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა სტარტაპკომპანიებისადმი და პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში. მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს ქართულ სტარტაპებს.



„ასეთი ფორმატი და პლატფორმა ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ინვესტორების მეტ ინფორმულობას და ასევე, ქართული კომპანიების ბრიტანულ ბაზარზე დამკვიდრებას,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up