სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგში ჩადგეს , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი Telegram-ზე წერს.
„საკითხავია - შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ქცევის ხაზი?“, - წერს კარასინი.