სამგორის რაიონში, ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე დაიწყო ე.წ. ავარიული „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროცესი

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე დაიწყო ე.წ. ავარიული „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროცესი

access_time2021-08-23 11:50:00

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ვარკეთილის მასივში მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან იმ ძირითად პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხების გადაჭრას ემსახურება.

ვარკეთილის მასივში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დაიგო შიდა გზები, აშენდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სპორტულ მოედანს. წარმატებით განხორციელდა 3 ახალი სკვერის მშენებლობა. ასევე მოწესრიგდა და მოეწყო წყალარინების ქსელი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამგეობის მიერ 46 პროექტი დაფინანსდა.


ვარკეთილის მასივში მწვავე პრობლემად რჩება ავარიული კორპუსებისა და ე.წ. „ხრუშოვკების“ ახლით ჩანაცვლების საკითხი და სასიხარულოა, რომ ეს პროცესი პირველად ვარკეთილიდან იწყება.


ვარკეთილის მე-3 მასივის ტერიტორიაზე , მწვავედ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით მერიამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ამ მწვავე კორპუსების ეტაპობრივ ჩანაცვლებას. მასივი დაიყო რამოდენიმე არეალად, სადაც უნდა დამოშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმები და კერძო ინვესტიციების მეშვეობით მოხდეს ჩანაცვლება. ინვესტორების დაინტერესების მიზნით, დადგინდა ყველა შესაბამისი სამშენებლო პრეფერენცია. ამის გარდა, პროცესის დაჩაქარების მიზნით მუშავდება ალტერნატიული გეგმა რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.



შეხვედრას საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up