11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარსდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე. სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივი პრეზენტაცია 25 თებერვალს გამართა ქართველი მომხმარებლისა და მედიისათვის და ახლოდან გაგვაცნო უახლესი მოდელები: Galaxy S20, Galaxy S20+, Galaxy S20 Ultra და Galaxy Z Flip.
ღონისძიება თბილისში, ივენთ ჰოლ „რესპუბლიკაში“ გაიმართა, სადაც ულამაზესი კოსმიური გარემო დაგვხვდა და გასაოცარი შოუთი გალაქტიკაში გვამოგზაურა. პრეზენტაციაზე, სამსუნგის წარმომადგენლებმა, დეტალურად ისაუბრეს ახალი მოდელების შესახებ, რის შემდეგაც სმარტფონების დატესტვისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა.
წარმოდგენილი მოდელებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას Galaxy S20 Ultra სმარტფონში გამოყენებული რევოლუციური კამერა იპყრობს. ის აღჭურვილია 108 MP მთავარი, 12 MP ულტრა-განიერი, TOF 3D კამერა უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის და რაც მთავარია 48 MP პერიოსკოპიული ტიპის ტელეფოტო კამერით. კამერების ასეთი წყობა ფოტო გადაღების არნახულ დეტალიზაციას, ფერების სიმკვეთრეს, იდეალურ დინამიურ დიაპაზონსა და კოსმიურ ზუმს გვპირდება.
Galaxy S20 Ultra-ს შესაძლებლობა აქვს გადაიღოს ვიდეოები 8K ფორმატში, რაც სმარტფონისთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო. S20 Ultra ერთადერთი სმარტფონია Space Zoom ფუნქციით, რომელიც გადასაღები ობიექტის 100-ჯერ მოახლოების საშუალებას იძლევა. ხოლო, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი Single Take ფუნქციით, სმარტფონი ერთი კადრის გადაღებისას იყენებს ყველა კამერას და მომხმარებელს აჩვენებს განსხვავებული ტიპის და პერსპექტივის ფოტოებს და ასევე, ქმნის ეფექტურ კოლაჟს.
რაც შეეხება S20 სერიის სხვა მოდელებს, Galaxy S20 და Galaxy S20+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის დინამიური AMOLED ეკრანებით, რომლებშიც ასევე გამოყენებულია ეკრანის განახლების 120 Hz ტექნოლოგია. სმარტფონები აღჭურვილია 8 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო აკუმულატორის მოცულობა შესაბამისად 4,000 და 4,500 mAh შეადგენს. ორივე სმარტფონში გვხდება ახალი, Exynos 990-ის 7nm-იანი პროცესორები, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. Galaxy S20-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: 12 MP განიერი, 12 MP ულტრაგანიერი და 64 MP ტელეფოტო კამერა. რაც შეეხება Galaxy S20+ ს, მას დამატებული აქვს მე-4 TOF 3D კამერა, უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის (ფრონტალური კამერა 10MP). კამერების ასეთი შეთავსება მომხარებელს იდეალური ფოტოების და ვიდეოების გადაღების საშუალებას აძლევს ნებისმიერ გარემოში.
როგორც ჩანს, სამსუნგმა Galaxy S20 სერიის მოდელებში მისი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინა და მომხმარებელს ტექნოლოგიური შესაძლებლობის პიკი შესთავაზა. წელს ჩვენ ვიხილეთ გალაქსის სმარტფონები, რომელთაც აქვთ არნახული სისწრაფე და ყველაზე მრავალფეროვანი და დახვეწილი კამერათა სისტემა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციას, სამსუნგმა წელს განახლებული დაკეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი Galaxy Z Flip წარმოგვიდგინა, რომელიც გასაოცარ ვიზუალთან ერთად, ფლაგმანური მახასიათებლებით გამოირჩევა. მასში გამოიყენება ინოვაციური დასაკეცი მინის ეკრანი. აღჭურვილია Qualcomm-ის 7nm-იანი პროცესორით. სმარტფონის უნიკალური დიზაინი საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ „სელფი“ დისტანციურად და გავაჩეროთ ეკრანი და კამერა სასურველი დახრის კუთხით.
Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები საქართველოში 12 თებერვლიდან დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. ყველა, ვინც ამ პერიოდში განახორციელებს შეკვეთას, საჩუქრად მიიღებს Samsung Galaxy Buds+ ყურსასმენებს. წინასწარი შეკვეთის პერიოდშივე იმოქმედებს Trade-In აქცია, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება შეაფასებინოს ძველი სმარტფონი და მიიღოს Galaxy S20 სერიის მოდელები განსაკუთრებულ ფასად. 13 მარტიდან კი Galaxy S20-ის სმარტფონები ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვებში.
აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერთიფიცირებული ტექნიკოსები და დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ სერვისზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!
(R)