სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: 50 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა 10,500-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, განათლებით, კომერციითა და სხვა თანამედროვე სერვისებით

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: 50 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა 10,500-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, განათლებით, კომერციითა და სხვა თანამედროვე სერვისებით

access_time2022-06-01 22:00:00

ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 50 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 13 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 10,500-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, განათლებით, კომერციითა და სხვა თანამედროვე სერვისებით,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.



„საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება. 2022 წლის 10 მარტს, „ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ მეორე საპილოტე რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ოუფენ ნეტმა“ დაასრულა ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, მოეწყო 50 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 13 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 10,500-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით. ამასთან, მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს უქმნის მათი არსებული ქსელის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს.



ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, გამოცხადდა ოთხი ტენდერი: რაჭის, ლეჩხუმის, სამტრედია-ჩოხატაურისა და ქობულეთი-ხელვაჩაურის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში. მათგან, რაჭისა (150 კმ; 20 დასახლებული პუნქტი; 11,000 მოსახლე) და ლეჩხუმის (145 კმ; 21 დასახლებული პუნქტი; 10,000 მოსახლე) ტენდერის ფარგლებში, უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები და დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება ქსელის მშენებლობის დასრულებაც; ამასთან, მიმდინარეობს გამარჯვებულის გამოვლენა სამტრედია-ჩოხატაურისა (137 კმ; 20 დასახლებული პუნქტი; 9,000 მოსახლე) და ქობულეთი-ხელვაჩაურის (134 კმ; 37 დასახლებული პუნქტი; 36,000 მოსახლე) ტენდერებზე.




ინტერნეტსერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია და არ იფარება სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, გრძელდება სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი მოსამზადებელი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და დაიწყო სათემო ინტერნეტქსელების დაგეგმარება.



ამავე პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპილოტე პროგრამის 49 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვისათვის ჩატარდა კვლევითი სამუშაოები. მოსახლეობის გამოკითხვისა და შეფასების საფუძველზე, გამოვლინდა მიმართულებები, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს სოფლად დასახლებული მოსახლეობის ციფრულ სამყაროში ჩართვასა და ახალი ციფრული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობის განვითარებას.



სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც მოიაზრებს ციფრული სატრანზიტო კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარებას და რომელიც, ასევე განსაზღვრულია საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიით, მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ,მომზადდა ტექნიკური დავალება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით“,- ნათქვამია ანგარიშში.



imedinews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up