სახალხო დამცველი ქართული ოცნებიდან წამოსული სამი დეპუტატის გზავნილებს აკრიტიკებს. ნინო ლომჯარია სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს ურჩევს თავიანთი კითხვები აშშ-ს ელჩს კი არა, რუს დეპუტატებს დაუსვან.
„მე მგონია, რომ ამ განცხადებების მიზანია, რომ საზოგადოებაში გარკვეული კონსპირაციები შექმნა, დაბნეულობის შემოტანა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები მტრებს და ამ ქვეყნის მოყვარე ქვეყნებს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. თუ მართლაც ამ ქვეყნის მტრებზე სურთ საუბარი, მე ვისურვებდი რომ ამ დეპუტატებს ესაუბრათ იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა.
საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ქართულად, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ თუნდაც მათი წინაპრების საფლავები.
ველოდები, რომ იგივე მიმართვას გაუგზავნიან მაგალითად რუს პოლიტიკოსებს, რატომ აქვთ მათ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ამერიკაზე და ევროპაზე,როგორც ამ ქვეყანაში ომის მსურველ ქვეყნებზე“, - განუცხადა ლომჯარიამ ფორმულას.