სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მეორე ფრონტს არ დავუშვებთ - ღარიბაშვილი

სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მეორე ფრონტს არ დავუშვებთ - ღარიბაშვილი

access_time2023-03-12 23:45:42

მე მინდა, ყველას ვუსურვო, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის ეთერში განაცდა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამ, სანამ „ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ხელისუფლება მეორე ფრონტს არ დაუშვებს.

 


„ვიცი, რომ უკრაინიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოვიდა. მე მინდა, მათ მივმართო - მათაც ნუ ექნებათ რაღაც ილუზია და განცდა, რომ აქ რაღაც მოხდება. არაფერი არ მოხდება ჩემო ძმებო. მე მინდა, ყველას ვუსურვო, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში. მე ვიცი ძალიან ბევრი, ჩვენ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა - სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მაგიტომ დავაფიქსირეთ თავიდანვე ჩემი აზრი, რომ, დრეს სახელმწიფომ გამოიჩინა სიმტკიცეც და გონიერებაც. მეორეს მხრივ, ჩვენ, მანამ, სანამ „ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს. ეს არის გამორიცხული. ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს, ნურც ამ ადამიანებს. სამარცხვინო იყო. თუ ამბობ ერთის მხრივ, რომ ხარ მეომარი და სამხედრო კაცი ხარ, კიდევ მინდა გავიმეორო, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას და ყველა დააბრუნოს ღმერთმა მშვიდობიანად თავის სახლში. რომ გამოდიხარ პოლიტიკურ აქციებზე რაღაც სიტყვებით, ეს რა უბედურებაა, რა ხდება საერთოდ. მაშინ უნდა თქვან, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები. ხო იყვნენ პოლიტიკოსები წასულები, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი, ვიღაცეები. ესე იგი, ისინიც ასეთივე პოლიტიკოსები არიან. ამიტომ, გაჩერდნენ და წყნარად და მშვიდად იყვნენ ყველანი და ნუ შეეცდებიან აქ არეულობის შემოტანას, - განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up