სანქციების მოლოდინში - კრემლს დასავლეთი ეკონომიკური ზეწოლით შეაჩერებს?

სანქციების მოლოდინში - კრემლს დასავლეთი ეკონომიკური ზეწოლით შეაჩერებს?

access_time2022-02-22 20:00:06

პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან მეორე დღეს სანქციების გარდა კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთი საკითხი რჩებოდა - მოსკოვიდან მართული სეპარატისტული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების მხოლოდ 35%-ს აკონტროლებენ, რა მოხდებოდა დანარჩენ 65%-ზე? საუბარი ეხება თითქმის საქართველოს ზომის 67 ათას კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას, სადაც 2.4 მლნ ადამიანი ცხოვრობს. 22 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კრემლი ე.წ. რესპუბლიკებს აღიარებს იმ საზღვრებში, სადამდეც სეპარატისტების ძალაუფლება ვრცელდება. არ არის გამორიცხული, რომ დახურულ კარს მიღმა ვაჭრობა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

 

ის, რომ პუტინმა დიდ ომზე უარი თქვა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რაიმეს დასასრულს არ ნიშნავს. რუსეთს „მიზეზის“ პოვნა, როგორც წესი, არ უჭირს ხოლმე. პირდაპირი მანძილი ცხინვალიდან ზემო აფხაზეთამდე 200 კმ-ზე მეტია, მაგრამ 2008 წელს რუსეთმა მისი ოკუპაციაც მოახდინა. 2008 წლის აგვისტომდე ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების სოფლები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიად ითვლებოდა, მაგრამ სროლები არ წყდებოდა, რაც ხშირად მსხვერპლით სრულდებოდა. კრემლმა სათავისოდ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და თან ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტიც დაიტოვა. ოლქების არაოკუპირებულ ტერიტორიაზე აგენტურული ქსელისა თუ არტილერიით შეტევის გამოყენებით სიტუაცია უკონტროლო ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს.


 


2008 წელს კრემლი საქართველოს აბსურდულ ბრალდებებს უყენებდა და „მძინარე ცხინვალის“  დაბომბვაში ადანაშაულებდა. 14 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით პრეზიდენტ ზელენსკის საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია, მაგრამ ეს გადარჩენისთვის მაინც არასაკმარისი წინაპირობა აღმოჩნდა. რამდენიმე აფეთქება დონბასში და დანაშაულის „ფაშისტ უკრაინელებზე“ გადაბრალება. მეთოდი ნაცადია. 1933 წელს ჰიტლერმა კომუნისტების საბოლოოდ გასანადგურებლად რაიხსტაგი გადაწვა. 1939 წელს სტალინის ბრძანებით НКВД-ს ჯარებმა საბჭოთა მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მოსკოვი ფინეთში შეიჭრა, 1999 წელს პუტინის ბრძანებით ФСБ-ს მიერ აფეთქებულ საცხოვრებელ კორპუსებს რუსეთის ქალაქებში 307 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ პუტინმა ოცნება აისრულა, კრემლის ახალმა გამგებელმა დე ფაქტო დამოუკიდებელი იჩქერიის რესპუბლიკა (ჩეჩნეთი) ცეცხლითა და მახვილით ხელახლა დაიმორჩილა.

 


რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის რეაქცია ჯერჯერობით ძალიან სუსტია. გერმანიამ Nord Stream 2-ის ლიცენზია შეაჩერა, მაგრამ პროექტზე საბოლოოდ უარი არ უთქვამს, ბაიდენმა კი სანქციები, არც მეტი არც ნაკლები, დონეცკსა და ლუგანსკს დაუწესა, რაც შეიძლება მხოლოდ კომიკურად შეფასდეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ სანქციების გარეშე, დონეცკში TESLA-ს ახალი გიგაფაქტორი  ან GOOGLE-ს დატა ცენტრი აეშენებინა.

 

21 თებერვალს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რუსული კომპანიების აქციების ფასი 15-20 პროცენტით შემცირდა, დავარდა რუბლიც. მეორე დღეს აქციების ფასებისა და კურსის ვარდნა შეჩერდა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2014 წლამდე რუსეთისთვის არ საქართველოში, არც აზერბაიჯანში, არ მოლდოვაში და არ იჩქერიის რესპუბლიკაში დაღვრილ სისხლზე პასუხი არავის მოუთხოვია. ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაციის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვს სუსტი სანქციები დაუწესა, რის შემდეგაც 2015 წელს რუსეთის ეკონომიკა 2%-ით შემცირდა, რაც იმპერიალისტური ზრახვების დაოკებისათვის სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა.

 

რა მოხდება უახლოეს დღეებში უცნობია. ყველაზე მეტად ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი იმუქრება. საფრანგეთის, გერმანიისა და ასევე აშშ-ის ნელ-თბილი რეაქციის ფონზე ბრიტანეთის განცხადებები მიმდინარე კონფლიქტში ყოველთვის მკაფიო და გასაგები იყო. სწორედ ბრიტანეთი იყო ის სახელმწიფო, რომელმაც უკრაინასთან და პოლონეთთან ერთად ახალ სამთა კავშირად წოდებული გაერთიანება დააფუძნა. ჯონსონმა პუტინთან დაახლოებულ 3 რუს ოლიგარქს და 5 ბანკს უკვე დაადო სანქციები.


შეაჩერებენ თუ არა მოსკოვს თუნდაც მძიმე სანქციებით რთული სათქმელია. პრიორიტეტი ვისთვის მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობა, ვისთვის კოსმოსის კვლევა და ვისთვის მეზობელი სახელმწიფოს მიწების მიტაცებაა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up