სანქცირებული მოსამართლეების სკანდალური საქმეები, ბიზნესი თუ გადამალული ქონება

სანქცირებული მოსამართლეების სკანდალური საქმეები, ბიზნესი თუ გადამალული ქონება

access_time2023-04-08 11:00:57

5 აპ­რილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა პირ­ვე­ლად და­ა­სან­ქცი­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ეს ბერ­კე­ტი სამი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის ე.წ. კლა­ნის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა.



სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს. სან­ქცია შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ ამ მო­სა­მარ­თლე­ებს, არა­მედ მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც.



სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ენ­ტო­ნი ბლინ­კენს წე­რი­ლით მი­მარ­თავს. რო­გორც ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნის გა­რე­შე გა­სა­ჯა­როვ­და. იხი­ლეთ სრუ­ლად


მას მერე, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის­დრო­ინ­დე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გად­მო­ი­ბა­რა, ლა­პა­რა­კი არ წყდე­ბა იმა­ზე, რომ ამ სის­ტე­მას ე.წ. კლა­ნი მარ­თავს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს ისე­ვე, რო­გორც ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბო­და.




კლა­ნიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის და ისი­ნი სის­ტე­მა­ში არა­ვის აჭა­ჭა­ნე­ბენ, არც რე­ა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი ტარ­დე­ბა, არ იღე­ბენ ახალ­გაზ­რდებს და 380 მო­სა­მარ­თლი­დან ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის ახ­ლო­ბელ-ნა­თე­სავ-მე­გო­ბა­რია", - ამ გან­ცხა­დე­ბებს ხში­რად ვის­მენ­დით იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი, არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის - ანა დო­ლი­ძი­სა და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის­გან.



მა­თი­ვე თქმით, ე.წ. კლა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თავს. საბ­ჭოს ხელ­შია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა-და­წი­ნა­უ­რე­ბა-დას­ჯის ბერ­კე­ტე­ბი. თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი კი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის კლა­ნის წევრ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე გა­ნა­წი­ლე­ბა­სა და შე­სა­ბა­მის ინ­სტრუქ­ტაჟს.



გა­დავ­ხე­დოთ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სკან­და­ლურ საქ­მე­ებ­სა და ქო­ნე­ბას:




ვინ არის "სის­ტე­მის მსხვერ­პლი“ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე




ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე ჯერ კი­დევ 2013 წელს მო­ექ­ცა იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, გა­ი­მარ­თა სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რაც და ივა­ნიშ­ვილ­მა მას სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ჭეშ­მა­რი­ტი მზრუნ­ვე­ლი უწო­და. მუ­რუ­სი­ძის აზ­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დე­გაც უს­მენ­დნენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, მის პო­ზი­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი და ამას აკე­თებ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც. მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წარ­სუ­ლის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი როლი შე­ახ­სე­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პი­ა­რად შე­ა­ფა­სა, ხოლო თა­ვად მუ­რუ­სი­ძეს "სის­ტე­მის მსხვერ­პლი" უწო­და.


ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე იყო, თა­ვის დრო­ზე სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ყვე­ლა­ზე უსა­მარ­თლო და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მომ­ტან­მა მო­სა­მარ­თლემ. შემ­დგომ­ში მის უვა­დო მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნას დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა და მას ბრა­ლი კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­შიც დას­დეს. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს აკ­რი­ტი­კებ­დნენ, თუმ­ცა "ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი გა­უ­ხან­გრძლი­ვა მა­საც და სხვა სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს თუ და­ვე­სეს­ხე­ბით, "ადრე ცუდ რა­ღა­ცებს აკე­თებ­დნენ“, მაგ­რამ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში "კარგ რა­ღა­ცებს აკე­თე­ბენ“.



2007 წელს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რა. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტამ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის: გე­რონ­ტი ალა­ნი­ას, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რის, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვა­სა და მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის, ად­ვო­კატ და­ვით ხა­ჟა­ლი­ას; ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე ირი­ნა ენუ­ქი­ძის სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რე­ბი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­ზე.

გან­ჩი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო იყო და რო­მელ­საც მუ­რუ­სი­ძის ხელ­მო­წე­რაც აქვს, ვკი­თხუ­ლობთ: "და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე ირი­ნა ენუ­ქი­ძის სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს". 2006 წლის 11 დე­კემ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს გე­რონ­ტი ალა­ნი­ას, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვას, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­ურ­სა და მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძეს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და გა­ნა­ჩენ­ში ჩა­წე­რა, რომ სა­სა­მარ­თლო გირ­გვლი­ა­ნის ოჯახს უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცა.



ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, როცა მან სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უხა­რის­ხოდ ჩა­ტარ­და, ფაქ­ტე­ბი კი მიჩ­ქმა­ლეს.



კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უკავ­ში­რე­ბენ მუ­რუ­სი­ძის სა­ხელს, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მეა. 2006 წლის 23 ივ­ნისს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ უშუ­ა­ლოდ წა­ი­კი­თხა გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. რო­დე­საც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ამ­ბა­ვი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბით ნა­წა­მე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ფო­ტო­ე­ბი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მა­თი­ას იორ­შის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე ვან­და­ლუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი მის პრაქ­ტი­კა­ში, წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ღია წე­რი­ლი მო­ლაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ოთხ მუხ­ლში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და ის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რა.




მუ­რუ­სი­ძე 2018 წლი­დან თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დოდ და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლეა, ასე­ვე არის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი. ეს საბ­ჭო იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ. საბ­ჭო­ში წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მას შემ­დეგ გახ­და ვა­კან­ტუ­რი, რაც მოქ­მედ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა უარი თქვეს იქ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე.



მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე - "კლა­ნის რუხი კარ­დი­ნა­ლი“



მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მსგავ­სად, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლეა. 2005 წელს მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი. 2022 წლის ივ­ლი­სი­დან და­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 5 წლის ვა­დით. 2017 წლის მა­ის­ში, როცა მას უვა­დო მო­სა­მარ­თლედ ამ­ტკი­ცებ­დნენ, სა­კუ­თა­რი გა­სა­უბ­რე­ბა და­ხუ­რა - შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი იყო, რა კრი­ტე­რი­უ­მით აირ­ჩი­ეს ის. 2018 წელს ასე­ვე იყო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის, რის გა­მოც მმარ­თვე­ლი პარ­ტია და­ტო­ვა მის­მა ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ.




მისი სა­ხე­ლი და გვა­რი გახ­მა­ურ­და "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, როცა მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და იმ დროს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­წო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. იმ­ჟა­მად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ თქვა, რომ ეს ბრალ­დე­ბა იყო ცი­ლის­წა­მე­ბა და მოკ­ვლე­ვა ვერ და­ი­წყე­ბო­და.


მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჯერ სხდო­მის მდივ­ნად მუ­შა­ობ­და, შემ­დგომ­ში კი თა­ნა­შემ­წედ. მას ადრე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, დღეს კი "კლა­ნის რუხ კარ­დი­ნალს“ უწო­დე­ბენ. ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც ჩინ­ჩა­ლა­ძე მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პრო­კუ­რო­რი იყო, მის კი­სერ­ზეა ზვი­ად ობო­ლა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მელ­ზეც ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე ჩინ­ჩა­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ: "მას ორას­ზე მეტი საქ­მე აქვს გან­ხი­ლუ­ლი და არ­ცერთ მათ­გან­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­მო­უ­ტა­ნია, ყვე­ლა მათ­გან­ზე გა­ცე­მუ­ლი აქვს ერ­თგვერ­დი­ა­ნი გან­ჩი­ნე­ბე­ბი სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე. ჩინ­ჩა­ლა­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ მოგ­ვევ­ლი­ნა, დღეს კი აქვს პრე­ტენ­ზია იყოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და ისევ მისი მეშ­ვე­ო­ბით იმარ­თე­ბო­დეს სა­სა­მარ­თლოს მე­სა­მე შტო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის გა­რან­ტია“.




ირაკ­ლი შენ­გე­ლია


ირაკ­ლი შენ­გე­ლია თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში 2021 წლი­დან მუ­შა­ობს თავ­მჯდო­მა­რე ჩინ­ჩა­ლა­ძის მო­ად­გი­ლედ. მისი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კა­რი­ე­რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს იწყე­ბა. 2020 წელს იყო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი, როცა მისი ახლო ნა­თე­სა­ვი - დის ქმა­რი ლე­ვან თევ­ზა­ძე ამ საბ­ჭო­ში კან­დი­და­ტად წარ­სდგა. მან მა­შინ თქვა, რომ არ ჰქონ­და თვი­თა­ცი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.





2020 წლის ივ­ლის­ში იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რმა, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას კავ­ში­რებ­ზე. იმ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით:


ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას ცოლი, ლანა თევ­ზა­ძე მუ­შა­ობ­და სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე;


ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და, თი­ნა­თინ შენ­გე­ლია - სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტად. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ასე­ვე გახ­ლავთ პარ­ლა­მენ­ტარ ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რის სიდედ­რი.



ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას დის­შვი­ლი, სა­ლო­მე კა­ცა­ძე - მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.



წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, 2011 წელს, როცა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი "სა­სა­მარ­თლოს მა­ხინჯ პრაქ­ტი­კა­ზე" სა­უბ­რის დროს აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს პა­ტიმ­რო­ბას უს­ჯიდ­ნენ მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბე­ბით, მო­სა­მარ­თლე შენ­გე­ლია ამ­ბობ­და:


"რაც შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ელ­თა ჩვე­ნე­ბას, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, გარ­და პო­ლი­ცი­ელ­თა ჩვე­ნე­ბი­სა, რომ პირი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯო მას. უდი­დე­სი ნდო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეა, სხვა რა უნდა იყოს".



ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძე


ცერ­ცვა­ძე და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოთხი ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც აღარ იკა­ვებს მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ისიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს იყო სა­სა­მარ­თლო­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. იგი თა­ვის დრო­ზე ადე­იშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად მი­იჩ­ნე­ო­და სა­სა­მარ­თლო­ში და რო­გორც ამ­ბობ­დნენ, სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით მარ­თავ­და სა­სა­მარ­თლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი. ცერ­ცვა­ძე 2008 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს აირ­ჩი­ეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნად. ის იმ დროს უკვე იკა­ვებ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ცერ­ცვა­ძე 2016 წლამ­დე დარ­ჩა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში.





ცერ­ცვა­ძემ 2017 წელს ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ეს პოს­ტი მა­ლე­ვე ჩინ­ჩა­ლა­ძემ და­ი­კა­ვა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მო­მა­ვა­ლი თავ­მჯდო­მა­რის ვი­ნა­ო­ბა წი­ნას­წარ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. და­სან­ქცი­რე­ბის სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძე. მისი თქმით, 6 წე­ლია რაც არც სა­სა­მარ­თლო და არ­ცერთ სხვა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღარ არის. "ჩემი, რო­გორც უვა­დო მო­სა­მარ­თლედ მოხ­სე­ნი­ე­ბა აშ­კა­რად წარ­მო­ად­გენს ფაქ­ტე­ბის შეგ­ნე­ბულ და­მა­ხინ­ჯე­ბას", წერს ის. 


თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის მიერ 2018 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი 2013 წელს ნიუ ორკში და­ი­ბა­და და შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ს მო­ქა­ლა­ქეა. რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა" გა­არ­კვია, "შუ­ა­გუ­ლი“, "აი­ტექ­ნი­კი“ - ეს იმ კომ­პა­ნი­ე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც აშშ-ს მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე, ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძე და მისი ოჯა­ხი ფლო­ბენ. 



დიდ­რუ­ლი და გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა


2022 წლის 6 აგ­ვის­ტოს ეთერ­ში გა­ვი­და "სტუ­დია მო­ნი­ტო­რის“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ქო­ნე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კლა­ნის ლი­დე­რე­ბი მათ ქო­ნე­ბას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ უთი­თე­ბენ და სხვა­თა სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი მათი მდიდ­რუ­ლი და გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა, ამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. მას შემ­დეგ, რაც და­სან­ქცი­რე­ბის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და:



"სი­მარ­თლე გი­თხრათ არ მე­ში­ნია, გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, რო­გორც არის. არ არის ნამ­დვი­ლად სა­სი­­მოვ­ნო, მაგ­რამ არც იმის მე­ში­ნია - ქო­ნე­ბა არ მაქვს, რომ ან­გა­რი­შე­ბი და­მი­ყა­და­ღონ. მე მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს ღირ­სე­­ლად, სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხოლო თუ ვი­ღა­ცებს თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი აქვთ, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დონ, მერე მარ­თონ და ამას და­არ­ქვან ადა­მი­­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა..."



მარ­თა­ლია, მუ­რუ­სი­ძე იმე­დი­ა­ნად არის და ამ­ბობს, რომ "ქო­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია“, თუმ­ცა "მო­ნი­ტო­რის" გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ისიც და მთე­ლი სა­სა­მარ­თლო კლა­ნიც რე­კორ­დუ­ლად გაზ­რდი­ლი ქო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით გა­იც­ნო, დღეს მი­ლი­ო­ნე­რე­ბი არი­ან. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ან­გა­რიშ­ზე მდიდ­რუ­ლი აგა­რა­კი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და დიდი ქო­ნე­ბაა.





2022 წლის ივ­ნის­ში ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მიერ შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას თუ გა­ეც­ნო­ბით, ნა­ხავთ, რომ მო­სა­მარ­თლე მხო­ლოდ ერთ ბი­ნას ფლობს თბი­ლის­ში ავ­ტო­ფა­რე­ხი­თურთ, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვეთს მცხე­თა­ში და ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნას.



ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ბინა თბი­ლის­ში 2009 წელს იყი­და - 100.03 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, 40 ათას აშშ დო­ლა­რად, ასე­ვე ავ­ტო­ფა­რე­ხი 5 ათას აშშ დო­ლა­რად. მი­წის ნაკ­ვე­თი მცხე­თა­ში, სო­ფელ ძეგ­ვში, 10 500 აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის მო­სა­მარ­თლეს 2019 წელს შე­უ­ძე­ნია. 2020 წელს კი, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დეს ბენ­ცი“ 102 420 ლა­რად იყი­და. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მო­სა­მარ­თლე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­უ­თი­თებს, რომ მას ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს აღე­ბუ­ლი სეს­ხი 30 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი 2018 წლი­დან და 2021 წელს ამ სეს­ხის ნა­წი­ლის და­სა­ფა­რად 10 ათა­სი აშშ დო­ლა­რი დას­ჭირ­და. ირ­კვე­ვა, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ძეგ­ვში მდე­ბა­რე ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ნე­ბის და­მალ­ვის მიზ­ნით, მუ­რუ­სი­ძე ქო­ნე­ბას სწო­რედ ლელა ჭა­ნი­ა­ზე აფორ­მებს.



ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის სხვა წევ­რებს არ ასა­ხე­ლებს. სტუ­დია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ნი­ტორ­მა“ კი გა­არ­კვია, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აქვს ლელა ჭა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სია. მისი ჯა­მა­გი­რი თვე­ში 2750 ლა­რია და 2015-2016 წლებ­ში, მხო­ლოდ ორ წე­ლი­წად­ში - 166 200 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა - 3 ბინა (თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში) და 2 მი­წის ნაკ­ვე­თი.



სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის“ მიერ ადრე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით­ვე გა­ირ­კვა, რომ კი­დევ ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძემ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­მი­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თლო კლა­ნის კი­დევ ერთ წევ­რს, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს დე­და­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­გუ­რა­მო­ში მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც 1500 კვად­რა­ტულ მეტრზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს რამ­დე­ნი­მე აი­ვა­ნი და ვე­რან­და აქვს. მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს მა­მი­დის სა­ხელ­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი ვე­რა­ზე და ჯა­ნა­ში­ას ქუ­ჩა­ზე. ერთ კორ­პუს­ში ჩინ­ჩა­ლა­ძის ოჯა­ხი ორ ბი­ნას და სამ ავ­ტო­ფა­რეხს ფლობს.



ambebi.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up