საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდისა და დახვეწის მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში ხორციელდება. მესამე მოსმენისთვის გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნები გამოითქვა, რაც პროექტში აისახა. შინაარსობრივი ცვლილება მესამე მოსმენისთვის არ გამოთქმულა“, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.