საპენსიო ფონდის გარანტორი სახელმწიფოა, ამასთან ერთად გარანტორი უნდა იყოს საზოგადოების, მედიის, პარლამენტის, პროფესიონალების სიფხიზლე - ლევან კობერიძე

საპენსიო ფონდის გარანტორი სახელმწიფოა, ამასთან ერთად გარანტორი უნდა იყოს საზოგადოების, მედიის, პარლამენტის, პროფესიონალების სიფხიზლე - ლევან კობერიძე

access_time2023-01-17 20:30:36

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის წამყვანმა სტუმართან საპენსიო ფონდის ყოფილ დირექტორთან ერთად საპენსიო სააგენტოს მნიშვნელობაზე და მის გარშემო არსებულ რისკებზე და დამოუკიდებელი მაკონტროლებელი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

ლევან კობერიძის თქმით, ის პირადად იყო ჩართული კანონის მომზადებისა და მიღების პროცესში და ამაყობს, რომ ამ ინიციატივის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

 

 

„როცა პარლამენტში ვიყავი, ორ კომიტეტში - ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტებში, სწორედ ამ კანონზე ვმუშაობდით და ამაყი ვარ, რომ ამ კანონის მიღების და ფონდის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ინიციატორი და თანამონაწილე ვარ. საპენსიო ფონდში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

მისი თქმით, ფონდი კანონითაა დაცული და მისი გარანტი სახელმწიფოა, მაგრამ ამასთან ერთად, ფონდის გარანტორი უნდა იყოს საზოგადოების, მედიის, პარლამენტის, პროფესიონალების სიფხიზლე, რომ მსგავსი ტიპის ფონდებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებები არ მოხდეს.

 

 

ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საპენსიო ფონდში დამოუკიდებელი მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო.

 

 

„ყველა ჩემს კოლეგა პარლამენტარს ეთერიდან მოვუწოდებ, რომ ამასთან დაკავშირებით ფხიზლად იყვნენ. იმიტომ, რომ ეს არის თემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, 1, 300 000 კაცს, ეხება. ამ 1 300 000 კაცის ოჯახის წევრები რომ წარმოვიდგინოთ, ეს დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 75% იქნება და პრაქტიკულად საპენსიო ფონდის რეფორმის წარმატებაზეა მიბმული საქართველოს მოსახლეობის 75%-ის განწყობები ქვეყანაში გრძელვადიან კეთილდღეობასთან და განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up