საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს. მათ მასობრივად დააკავეს აქციის მონაწილეები. დევნის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არაერთხელ დაბრუნდნენ და დემონსტრაციის განახლება სცადეს.
ამ დროისთვის სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიცია. მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
შეგახსენებთ, მოქალაქეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, რომელსაც მხარი პარლამენტმა 7 მარტს დაუჭირა. უკვე ორი დღეა პარლამენტთან მასშტაბური აქციები იმართება, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ.