„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები“

„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები“

access_time2022-06-21 13:00:00

რა თქმა უნდა, საერთაშორისო, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ და ჩვენი რეაქციის ადეკვატურობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის არის, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინდივიდუალურად არც ერთ კომპანიას ექნებოდა უფლება საქართველოს გამოყენებით მოეხდინა სანქციების გვერდის ავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მკაფიო მაგალითია „ვითიბი ბანკი, რომელიც, როგორც კი სანქციების ქვეშ მოექცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა და სწრაფად, ერთ კვირაში მოახდინა ამ საქმის ჯეროვანი მართვა და მოაგვარა ეს საკითხი.


„თუმცა, მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ, ქართველები ვერ დავუწესებთ ე. წ. ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს და ძალიან გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები გაგვაჩნია, პრინციპში, ეს ჩვენი მოტივაციაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები. ჩვენი ქვეყნის მოწყვლადობის გამო. ვერ იპოვით ბევრ ქვეყანას მსოფლიოში, რომელის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თან, ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, იოლად გაიგებთ სად ვიმყოფებით.



კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავრობის მეთაურის რანგში, მე ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია. აი, მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყანაა. მას არ დაუწესებია რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები და ეს ძალიან გასაგები მიზეზების გამო მოხდა. მათ შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდეთ უსაფრთხოების კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up