საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება  საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებისთვის - ილია დარჩიაშვილი

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებისთვის - ილია დარჩიაშვილი

access_time2022-09-07 12:00:00

„დარწმუნებული ვარ, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე- 7 სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი მომავალში ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარების“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა,ილია დარჩიაშვილმა, ქ.ბრიუსელში, 6 სექტემბერს გამართულ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, აღნიშნული სხდომა მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ,როცა საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა,რაც ძალიან ძლიერი იმპულსია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისთვის.


ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში,რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.



მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას ყველა პარტიის ჩართულობით.


„როგორც შეხვედრის დროს, ისე პრესკონფერენციაზე ძალიან ნათლად და გასაგებად გაკეთდა მოწოდება, რომ ინკლუზიურობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველას ჩართულობით. ეს უნდა იყოს ერთიანი, ეროვნული პროცესი“ – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე გახდება ინკლუზიური,რათა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველომ ხელშესახებ შედეგს მიაღწიოს.


„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთდა ძალიან გასაგები გზავნილი, ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნა 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოწოდებების გარდა, ბრიუსელიდან გაკეთებული მოწოდებაც იქნება სწორად აღქმული, შეფასებული და ეს პროცესი გახდება ინკლუზიური, რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენ შევძლოთ ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში კონკრეტული ხელშესახები შედეგები დავდოთ.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


2022 წლის 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up