საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის ნათელი დადასტურებაა - ილია დარჩიაშვილი

საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის ნათელი დადასტურებაა - ილია დარჩიაშვილი

access_time2022-10-20 14:50:01

"საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს მის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები წარუდგინა.


მინისტრის თქმით, ევროკომისიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები.


საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პროგრესი 2023 წლიდან შეფასებული იქნება გაწევრიანების ე.წ. „კოპენჰაგენის" კრიტერიუმების მიხედვით, ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყნის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ანალოგიურად. მისივე განცხადებით საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას რათა გახდეს გაწევრიანების ინსტრუმენტის ბენეფიციარი.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რითაც ცალსახად დადასტურდა ურყევი ნება, რომ საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს ემსახურება. "მადლობას მოვახსენებ მმართველ პარტიას ინკლუზიური, ღია და გამჭვირვალე პროცესის წამოწყებისთვის. იმისათვის, რომ როგორც პარლამენტარების, ისე სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები და ძალიან მალე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს." - აღნიშნა დარჩიაშვილმა.



საქართველოს პირველმა დიპლომატმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე, საქართველოს ევროპული მომავლისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერას.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზიტების აქტიურ დინამიკაზე, მათ შორის აღინიშნა საქართველოს პრემიერის და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტები ქ. ბრიუსელში, ასევე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) დელეგაციების ვიზიტი საქართველოში. ამასთან, ხაზი გაესვა 6 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობას ქ. პრაღაში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში.


მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა,რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ საკვანძო და სანდო მოკავშირედ რეგიონში.


მისი განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირმა პირველად საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობაზე.


საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის მიმდინარე პროექტებზე, რომელიც მომავალში საქართველოს როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის როლს კიდევ უფრო გაზრდის. ყურადღება გამახვილდა ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წარმატებული განხორციელების პროცესზეც. აღინიშნა,რომ უკვე განსაზღვრულია 2021-2027 წწ. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებით ამბიციურ რეფორმებს ითვალისწინებს.


სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა,რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად მოხდეს პოლიტიკური და ინსტიტუციური რესურსების მობილიზება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგის დაწყება დაკავშირებადობის საკითხზე,რომლის მიმართაც ევროკომისიის მხრიდან დიდი ინტერესია. ილია დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა,რომ მომავალ წელს აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის კუთხით ახალი შესაძლებლობების მოძიებისთვისაც. მისი განცხადებით საქართველოს მიზანია მიაღწიოს მაქსიმალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში ევროკავშირის ე.წ. "ოთხი თავისუფლების" სარგებლობის მიზნით. მან ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის აღინიშნა რომ წელს საქართველოსთვის გაიხსნა შესყიდვების ერთიანი ბაზარი, 20 სექტემბერს კი ქვეყანამ წარადგინა განაცხადი ერთიანი ევროს გადახდის სისტემაში გაწევრიანებაზე. აღინიშნა რომ საქართველო რჩება ევროკავშირის პროგრამების წამყვან ბენეფიციარებს შორის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up