საქართველო მსოფლიო ტრენდს ვერ აჰყვა - საბანკო ბარათი ელექტრონულმა საფულემ ვერ ჩაანაცვლა

საქართველო მსოფლიო ტრენდს ვერ აჰყვა - საბანკო ბარათი ელექტრონულმა საფულემ ვერ ჩაანაცვლა

access_time2021-07-01 12:00:42

პანდემიურმა 2020–მა წელმა მსოფლიოს გაციფრულება რომ დააჩქარა, ამაზე უკვე ყველა ვთანხმდებით. ადამიანებმა გადახდების სწრაფი, კომფორტული და დაცული ალტერნატივის ძებნა დაიწყეს. შესაბამისად, ელექტრონული ფულის და ელექტრონული საფულეების პოპულარობაც მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა. „კომერსანტი“ დაინტერსდა, ჩაანაცვლა თუ არა საბანკო ბარათები ელექტრონულმა საფულეებმა და რამდენად ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში ელექტრონულ გადახდებს. საკითხზე „UniPAY“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კობა ქურდაძე საუბრობს. იგი ამბობს, რომ ანგარიშსწორების ყველაზე თანამედროვე მეთოდს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

 

2010 წელს, როდესაც ჩვენ კომპანიებს ელექტრონულ საფულეს ვთავაზობდით, მათ უკურეაქცია ჰქონდათ, ელექტრონული ფული რა იყო – არ იცოდნენ. შემდგომ განვითარებას ხელი ინტერნეტიზაციის პროცესმა ძალიან შეუწყო, 2013 წლიდან მასიურად დაიწყო ამ პროცესების დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საბანკო სექტორის მომხმარებელი იყოთ, ჩვენ სექტორში იმდენად სწრაფად იზრდება პროდუქტების და სერვისის მიმართულება, მაინც ჩვენთან პოულობენ იმაზე საინტერესო სერვისებს ვიდრე ბაზარზე არის. გარდა ამისა, საბანკო ბარათების მოხმარება იმდენად პოპულარული აღარაა, რადგან დღეს digital wallet-ის ნაწილი ხარ და ეს ტრენდი სულ მზარდია. ჩვენ სტატისტიკაში, მომხმარებლის რეგისტრაციაში, ტრანზაქციების რაოდენობაში ყველა მიმართულებით მატებაა. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, ბოლო წლის ჭრილში თუ თვეში 7 მლნ ლარის ტრანზაქციას ვემსახურებოდით, დღეს 14 მლნ ლარის ტრანზაქციას ვემსახურებით. ფულადი ოპერაციები გაორმაგებულია, რადგან ტრანსფორმაცია კომპანიებმაც განიცადეს, ასევე,  ციფრულ სამყაროში ხალხს ქეშთან ურთიერთობას ურჩევნია ბარათი ელექტრონულ საფულეს ჰქონდეს მიბმული და ეს ოპერაციები მარტივად აკეთოს“, - გვიყვება კობა ქურდაძე.

 

კობა ქურდაძე ამბობს, რომ „UniPAY“ იმ განშტოებაზე გადაერთო, რომელიც გაცილებით მოთხოვნადია და ეს, მისი თქმით, ბიზნეს მიმართულება, ონლაინ გადახდების მიღება და საიტის გაციფრულებაა.

 

„ჩვენ ორი, ელექტრონი საფულის და „UniPAY“-ის ბიზნესის მიმართულება გვქონდა. კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებული სავალდებულო რეგულაციების გამო, რომლებიც ფინტექის ეკოსისტემაში შემოვიდა, კომპანია უფრო მეტად ბიზნესის მიმართულებაზე გადავიდა. გარკვეული ზრდა ბაზარს აქვს, ყველას გაციფრულება და დიჯითალში უნდა გადასვლა. გაცილებით კარგად „UniPAY“-ის ბიზნესის მიმართულებას ვართ მორგებული. Wallet-ის ჭრილი იმდენად აქტიური არ არის, რადგან ბევრი რეგულაციის სტანდარტი შეიქმნა, იდენტიფიკაციის პროცესები, უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზისები და ელექტრონული საფულე აქტუალობას კარგავს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხიც მალე დასტაბილურდება. ხალხი ძირითადად მობილურ აპლიკაციებზე, საბანკო სექტორზე არიან მიბმულნი, სადაც სესხი და ხელფასი აქვთ, Wallet-ს გასაქანი არ აქვს“, - განაცხადა კობა ქურდაძემ.


 

„UniPAY“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას გაცილებით მოქნილი და დინამიური ხედვა აქვს, თუმცა ბაზარი და საკანონმდებლო ბაზა მათი განხორციელების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ კობა ქურდაძის თქმით, „UniPAY“ ისეთი ინვესტიციებისგან, რომელიც არ იქნება მომგებიანი, ჯერჯერობით თავს იკავებს.

„ჩვენნაირი კომპანიები ყველაფერზე ციფრული ოფციებით ფიქრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ნაკლებად მოუწიოს სადმე მისვლა, არ დასჭირდეს ფურცელთან ურთიერთობა და ლოდინი. როდესაც ესეთ სერვისებზე ფიქრობ, ხოლო საკანონმდებლო ბაზა არ გაძლევს საშუალებას მომხმარებელს სრულიად დიჯითალ ფორმატში მიაქციო ყურადღება. კომპანიაც თვლის, რომ როცა მოვა ის დრო და საშუალება ექნება ამ სექტორს შემდეგ უფრო უკეთესად განავითარებს. კონკურენციის ფარგლებში, საქართველოში მაინც ლიდერ ელექტრონულ საფულედ ვითვლებით. 2011 წლიდან ამ სექტორში ვართ საკმაოდ სტაბილურად წარმოდგენილი და კონკურენტს ან უცხოური ბაზრის კონკურენტს ჩავეჩოჩებინეთ ან მომხმარებელი წაერთვა, ასეთი რაღაც არ მომხდარა“, - აცხადებს კობა ქურდაძე.

 

კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, რომ ეროვნული ბანკის მიერ საკმაოდ საინტერესო პროექტები დაინიცირდა, რომელშიც „UniPAY“-ც აქტიურად იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ბევრი კარგი იდეა აქვს, რომლის რეალიზებასაც დრო სჭირდება.

 

„თუ საკანონმდებლო კუთხით ფინტექ კომპანიას იმის საშუალება მიეცემა, რომ სახელმწიფო რეგულაციების სერვისებთან კიდევ უფრო მეტად მოქნილი პროდუქტები შექმნას, ხვალ და ზეგ პატარა კომპანიები იმაზე ფიქრს დაიწყებენ, როგორ გააუმჯობესონ მობილური აპლიკაცია და სერვისი, რომელიც მომხმარებლის პრობლემას ან პროცესს აგვარებს. ეს თავისთავად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოქნილი საკონმდებლო ბაზა იქნება ქვეყანაში. მაგრამ, ძალიან ბევრი პროცესი არის მოლოდინის რეჟიმში. ადგილობრივი მომხმარებელი საბანკო სექტორს უფრო ენდობა, ამ სექტორში თავისი აპლიკაციებით ბანკი ლიდერობს, მაგრამ როდესაც სერვისები განვითარდება საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწება, საფინანსო კომპანიებიც და აიტი კომპანიებიც დაიწყებენ ამ პროცესებში განვითარებას“, – ამბობს UniPAY“-ის დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკში ჯამში 34 საგადახდო მომსახურების პროვაიდერია რეგისტრირებული.  მათივე ინფორმაციით 2021 წლის იანვარში განხორციელდა 20,5 მლრდ ლარის ელექტრონული გადახების ოპერაციები, თებერვალში 21 , მარტში 20,3, ხოლო აპრილში 33,4 მლრდ ლარის გადახები.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up