საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი... რომელი იქნება შემდეგი?

საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი... რომელი იქნება შემდეგი?

access_time2022-01-11 15:00:51

ყაზახეთში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ ცხოვრების ჩვეულებრივი ტემპი ჯერ არ აღდგენილა. 11 იანვრის მდგომარეობით 164 ადამიანია მოკლული. 300-ზე მეტი დაჭრილი და 10 000-მდე დაკავებული. ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს კოლექტიური უსაფრთხოების (კუხო) ჯარისკაცები აკონტროლებენ, რომელთა 80%-ზე მეტიც რუსეთიდანაა. ყაზახეთი ფართობით მსოფლიოში #9 სახელმწიფოა. ის უფრო დიდია, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის გამოკლებით. დადასტურებული ნავთობის მარაგით ყაზახეთი მსოფლიოში მეთორმეტეა, გაზის მარაგით მეთხუთმეტე. ქვეყანა მდიდარია სხვა ბუნებრივი წიაღისეულითაც. საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი... რომელი იქნება შემდეგი?

 


ყაზახეთმა დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა უკანასკნელმა 1991 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა. იმავე წლის 1-ლი დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ნურსულთან ნაზარბაევმა ხმების 98.7% მიიღო, ბიულეტენში სხვა კანდიდატი არ ყოფილა. ნაზარბაევის მმართველობა ოფიციალურად 1989 წელს ცეკას პირველი მდივნობით დაიწყო და 30 წლის შემდეგ, 2019 წელს დასრულდა, თუმცა მას დღემდე არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებენ.

 


ყაზახეთი მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელის არმქონე ყველაზე დიდი სახელმწიფოა. ის უფრო დიდია, ვიდრე ერთად აღებული გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია, ევროპის ამ 9 ქვეყანაში ჯამში 400 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ყაზახეთში კი მხოლოდ 19 მლნ. სიმჭიდროვით კვადრატულ კილომეტრზე 7 ადამიანით ყაზახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეჩხრად დასახლებული ადგილია. სიმჭიდროვე თუნდაც საქართველოს მსგავსი რომ ყოფილიყო, მოსახლეობა 160 მლნ იქნებოდა, ბანგლადეშის ანალოგის შემთხვევაში კი 3.4 მლრდ-ზე მეტი.

 


ყაზახეთი დღიურად 1.8 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს, 30 მლრდ ბარელიანი დამტკიცებული მარაგით კი მე-12 ადგილზეა. 23 მლრდ კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის მოპოვებით ყაზახეთი 29-ე ადგილზეა, 1.9 ტრლნ-იანი მარაგით კი მე-15-ზე.

 


ურანის, ქრომის, ტყვიისა და თუთიის მარაგით ყაზახეთი #2 სახელმწიფოა. მანგანუმის მარაგით მესამე, სპილენძის მარაგით მეხუთე. ოქროს მარაგით კი მეთხუთმეტეზეა. მათ გარდა ყაზახეთი რკინასა და ალმასსაც მოიპოვებს.

 



ყაზახეთში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ბაიკონურის კოსმოდრომი, რომლის ფართობიც 6000 კვადრატულ კილომეტრს აღწევს და რომელიც 2050 წლამდე რუსეთს იჯარით აქვს აღებული. იჯარის წლიური საფასური სასაცილოდ ცოტა $115 მლნ-ა, ანუ 1 კვადრატულ მეტრზე 2 ცენტზე ნაკლები. შედარებისთვის, აჭარისა და გურიის ფართობი ერთად მხოლოდ 5870 კვადრატული კილომეტრია. რაც უფრო ახლოსაა კოსმოდრომი ეკვატორთან მით ნაკლები ენერგია სჭირდება რაკეტას სტარტისთვის. სწორედ ამიტომ შეარჩია მოსკოვმა ყაზახეთის სამხრეთის ტერიტორია და შეერთებულმა შტატებმა კანავერალის კონცხი.

 


ყაზახეთის მშპ-მ 2020 წელს $171 მლრდ შეადგინა და 53-ე ადგილი დაიკავა, რაც ამ მასშტაბისა და ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნისთვის საკვეხნად ვერ გამოდგება. მთლიანი ეკონომიკით ყაზახეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორებიცაა: ისრაელი, ირლანდია, შვეიცარია და სინგაპური. 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი ყაზახეთზე წლიურად $9100 მოდის, ბალტიის ქვეყნებისა და რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. პროპორცია მსგავსია მშპ-ის PPP მეთოდით დათვლითაც. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ყაზახეთი უსწრებს ბუნებრივი რესურსებით მასზე მდიდარ და მეზობელ თურქმენეთს, სადაც დიქტატურის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია.

 


მას შემდეგ, რაც შეიარაღებულ ამბოხში გადაზრდილი სოციალური პროტესტის ჩასახშობად ალმათის ქუჩებში პრეზიდენტ ტოყაევის მიერ მიწვეული კუხოს, რეალურად კი რუსეთის ჯარი და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, თბილისშიც, ევროპაშიც და ვაშინგტონშიც გაჩნდა განცდა, რომ პუტინი ახალ, თანაც ძალიან დიდ ლუკმას წაეპოტინა.

 


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს იმპერიალისტური პოლიტიკიდან 1 წუთითაც არ გადაუხვევია. დღეს მოდაშია იმის ხშირი გამეორება, რომ თითქოს დიქტატორი მხოლოდ პუტინია და ელცინი დემოკრატი იყო, სინამდვილეში ელცინი უბრალოდ უფრო სუსტი იყო, მაგრამ სისხლისღვრას არც ის ერიდებოდა. ელცინის დროს დროს მოხდა სამხედრო გადატრიალება საქართველოში, რომელიც ფინანსებით, იარაღითა და მათთვის კრიტიკულ სიტუაციაში ცოცხალი ძალითაც რუსეთიდან იყო მომარაგებული, რეალურად რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია 1992-1993 წლებში ელცინის დროს მოახდინა, სომხეთმა რუსეთის მხადაჭერით ყარაბაღისა და მის გარშემო დამატებით 7 რაიონის ოკუპაცია რუსეთის დახმარებით ელცინის დროს მოახდინა, იქამდე იყო დნესტრიპირეთი, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ელცინის დროს რუსულმა ავიაციამ გროზნო მიწასთან გაასწორა, 1997 წლამდე სამოქალაქო ომში გაეხვა ტაჯიკეთიც.



 



პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით მოსკოვმა ექსპანსია გააძლიერა. ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ФСБ-ს მიერ მოწყობილ ტერაქტებს რუსეთის ქალაქებში 307 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა, ტერაქტები ჩეჩენ ტერორისტებს მიაწერეს და მეორე ომით იჩქერიის რესპუბლიკის დე ფაქტო დამოუკიდებლობა დაასრულეს. 2008 წელს რუსეთი უკვე ღიად დაესხა თავს საქართველოს სამხედრო ობიექტების გარდა გორსა და საცხოვრებელი კორპუსებიც დაბომბა. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა საკმაოდ ბევრი გარემოება იმას ამტკიცებს, რომ 2010 წლის 10 აპრილს ნატოს წევრი პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტი იყო და არა უბედური შემთხვევა. 2014 წელს ჯერი უკრაინაზე მიდგა, დღემდე ყირიმი ანექსირებულად რჩება, დონბასი და ლუგანსკი ოკუპირებულად. 2020 წელს რუსეთმა პარტნიორად გამოცხადებული სომხეთი აზერბაიჯანულ არმიას შეტოვა და ზავით ბაქოს იერიში მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში 2000 „სამშვიდობო“ რომ განეთავსებინა. ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ბელარუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ ძველი შედარებით დაბალანსებული რიტორიკა შეიცვალა და მართალია მხოლოდ სიტყვიერად, მაგრამ მაინც ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარა. 2016 წელს რუსეთმა აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირება ახალი გაზსადენის მშენებლობისა და მისთვის საზენიტო სარაკეტო კომპლექს S400-ების მიყიდვისთვის გამოიყენა. 2021 წელს რუსეთი ნატოსთან ულტიმატუმზე გადავიდა. მოსკოვმა ღიად მოითხოვა რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატოში ინტეგრაციას პირდება, შეიცვალოს სიტყვებით „საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები“. ამ ყველაფრის შემდეგ რუსული ჯარი 2022 წელს უკვე ყაზახეთშიც გამოჩნდა.

 


11 იანვარს თოყაევმა განაცხადა, რომ მშვიდობა აღდგენილია და კუხოს ჯარები გასვლას 2 დღეში დაიწყებენ, რას მოსთხოვს მოსკოვი ნურ-სულთანს მხადაჭერის სანაცვლოდ, უცნობია.

 


პუტინი ღიად აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ის ასევე ღიად აცხადებს პრეტენზიას ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე გავლენის ქონაზე. ვინ იქნება შემდეგი და გასცდება თუ არა დასავლეთის პასუხი შეშფოთება-აღშფოთების საზღვრებს? ეს ის კითხვებია, რაც უკვე 14 წელია ისმება და რაზედაც ზუსტი პასუხი არავის აქვს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up