საქართველომ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას და უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას გმობს

საქართველომ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას და უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას გმობს

access_time2022-10-13 11:32:40

საპარლამენტთაშორისო კავშირმა ასამბლეის სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა.


„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.


ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ეს არის საქართველოს მხრიდან საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება. მისივე თქმით, ეს პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ფორუმზე განუხრელად იქნება დაცული.



„ეს რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის დონეზე შეაფასოს, მათ შორის ასევე საერთაშორისო სასამართლოებში ამ საკითხის სრულფასოვანი განხილვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის. ჩვენი ეს პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ფორუმზე განუხრელად იქნება დაცული“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


რეზოლუცია მოამზადა ჩილეს და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up