რუსეთი 14 მეზობლიდან მინიმუმ 8-სთან კარგი ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ მოსკოვში დაფუძნებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მეზობელი ქვეყნების კეთილგანწყობილი ურთიერთობის რეიტინგს მოიცავს.
კვლევები ჩატარდა 14 ქვეყანაში, მათგან 8 აღიარებულ იქნა მეგობრულად, ხოლო 4 მოხვდა აშკარა მტრების კატეგორიაში: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და უკრაინა. კიდევ ორი, საქართველო და მოლდოვა შედარებით მეგობრულ სახელმწიფოებად ჩაითვალა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთის მეგობრებში ლიდერად ბელარუსია რჩება. დაფიქსირდა ურთიერთობების დინამიკის გაუმჯობესება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მაგრამ სომხეთი და ყაზახეთი მოხვდნენ "მერყევი რეჟიმების" ჯგუფში.
კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები ხაზს უსვამენ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
„საქართველომ უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიერთებაზე და აფართოებს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ექსპერტები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, კვლევის ავტორების თქმით, მოლდოვა მადგას ურთიერთობების გაუარესების გზას,“- ნათქვამია რუსულ მედიაში, ამ კვლევასთან დაკავშირებით.