რადგან ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ვფიქრობ ეს უნდა დადასტურდეს შესაბამისი აქტებით, რომელიც საჯარო გახდება და რომლითაც იხელმძღვანელებენ შესაბამისი სამსახურები.
ამ აქტში უნდა იყოს ასახული ყველა ის სასაქონლო ჯგუფი, რომლის რუსეთში ექსპორტი აკრძალეს შესაბამისმა ქვეყნებმა და კომპანიებმა და უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ იმპორტ-ექსპორტის, არამედ ტრანზიტის რეჟიმებსაც.
ეს თავიდან აგვაცილებს ბევრ გაუგებრობას, როგორც ქვეყნის შიგნით არაჯანსაღ ბიზნეს-აქტიურობასთან, ასევე მეზობელი ქვეყნების მცდელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული მიზნით.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი არხების გაჭრა შეიცავს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან სისტემური პრობლემების შექმნის რისკს.