2022 წელს საქართველომ უარი სტატუსის მინიჭებაზე 822 პირს უთხრა. როგორც შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით ლიდერი ირანის მოქალაქეები არიან. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 საქართველომ სტატუსის მინიჭებაზე უარი ირანის 310 მოქალაქეს უთხრა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველომ ყველაზე მეტჯერ სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს უთხრა:
ირანი -310
თურქეთი - 77
იორდანია - 70
ეგვიპტე - 55
ერაყი - 45
რუსეთი - 40.
2021 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს საქართველომ უარი სტატუსის მინიჭებაზე 426 პირს უთხრა, 2020 წელს კი 351 პირს.