საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის - დანილოვი

საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის - დანილოვი

access_time2023-03-16 12:40:53

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე.

 

„ეს ქართველები უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის,“- განაცხადა დანილოვმა.

 

მას მიაჩნია, რომ ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან.

 

„მაგალითად მოლდოვა. რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბოსოლუტურად დანგრეულია ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“,- განაცხადა დანილოვმა.

 


ამასთან მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი.

 

„მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - თქვა დანილოვმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ საუბარში განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა იცოდეს სად გადის მისის საზღვრები. საქართველოს საკითხები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული და არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა დასრულდეს რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის გარეშე“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თანახმადაც, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვეს, როგორც ეს 2008 და 2014 წლებში.



radiotavisupleba.ge





თეგები:
დანილოვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up