“საქართველოს დაეპატრონა ოლიგარქი, რომლის “მთავრობამ” მტერთან კოლაბორაცია და მეგობრების ღალატი სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადა” - გიორგი ქადაგიძე

“საქართველოს დაეპატრონა ოლიგარქი, რომლის “მთავრობამ” მტერთან კოლაბორაცია და მეგობრების ღალატი სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადა” - გიორგი ქადაგიძე

access_time2022-12-10 16:01:19

"საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 8 ათასი ადამიანით მეტი მოგვიკვდა კოვიდით, ხოლო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-6 ადგილზე გავედით. ეს გამოაცხადეს პანდემიაზე გამარჯვებად და იგივე ხალხი “მართავს” ქვეყანას", - ამის შესახრბ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდებტი გიორგი ქადაგიძე წერს. მისი თქმით მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა გვიმტკიცებს, რომ რუსეთი, ბელორუსი და სირია არის მშვიდობა და კეთილდღეობა, ხოლო ბელგია, ნიდერლანდები და ბრიტანეთი არის ომი და გასაჭირი.

"მესამე პრეზიდენტი (როგორ ეპყრობიან მას დიდი ხანია ეროვნული თავმოყვარების ამბავია და არა პოლიტიკური გემოვნების) და მთავარი ოპოზიციური არხის მფლობელი ციხეშია მიზეზით, რომლითაც მთელი მთავრობა მყისიერად დასაჭერია. სრულიად ევროპარლამენტი და დასავლეთი პოლიტიკური ანგარიშსწორების შეწყვეტისკენ მოგვიწოდებს, ხოლო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები დიდი ხანია კეთროვანებივით დადიდან ევროპულ დერეფნებში.

პოლიტიკას, რომლის შედეგად 700 ათასი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს, ხოლო ქვეყნიდან გაქცევა ყველაზე განხილვადი თემაა ეკონომიკურ სასწაულად აცხადებენ.

ერთადერთი ვინც ქვეყანას ნამუსს უნახავს, ჩვენი გმირი მებრძოლები, ყოველდღიურად დამცირების ობიექტებად აქციეს, დაღუპული გმირების ხსოვნასაც კი ფეხქვეშ თელავენ საუკეთესო ბოლშევიკურ ტრადიციებში.

საქართველოს დაეპატრონა ოლიგარქი, რომლის “მთავრობამ” მტერთან კოლაბორაცია და მეგობრების ღალატი სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადა. თავს გვჭრიან ყველგან და ყველაფერში სადაც კი ხელი მიუწვდებათ.


ევროპული პერსპექტივის ისტორიულ შანსს, ჩვენ და ჩვენ შვილებს გვაკარგინებენ და თან ცინიკრად დაგვცინიან.

ამ რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი. ერთიანობა, წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა! არ არის საჭირო პროცესს ყველა ეტაპზე ერთი ლიდერი ყავდეს, საჭიროა ავარჩიოთ ის ლიდერები ვისაც ვენდობით და მათ დავუჭიროთ მხარი. ზოგი რეგიონში მოაწყობს აქციებს, ზოგი სტუდენტურ მოძრაობებს გააცოცხლებს, ნაწილი პარტიების კონსოლიდაციას ეცდება, ნაწილი თავისი მიმდევრების გააქტიურებას, ნაწილი სამოქალაქო საპროტესტო აქციებს გამართავს, ნაწილი დასავლეთში კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება, ყველანი ჩვენი გავლენის სფეროებში უნდა გავაქტიურდეთ და ა.შ.

საბოლოოდ, ყველანი ვინც ევროპული და ევროატლანტიკური იდეისთვის და ბრძოლისთვის მზად ვართ, ბარიკადების ერთ მხარეს ვიდგებით და ეს დრო ძალიან სწრაფად მოვა.

დიდება გმირებს! დიდება ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას!"- წერს გიორგი ქადაგიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up