ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
საქართველო სპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.
1tv.ge