ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

access_time2022-04-01 17:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით არსებული ახალი რეალობები და პერსპექტივები. აღინიშნა, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით.



მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. ამასთან, გააქტიურდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში დიალოგის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია. პრემიერ-მინისტრი აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.



პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს პარლამენტი, რათა შესაბამისი ნაბიჯები საკანონმდებლო მიმართულებით ეფექტიანად გადაიდგას.



განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციას, რათა ერთის მხრივ საქართველოს მოსახლეობა დეტალურად იყოს ინფორმირებული ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს საქართველოს როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. თითოეულმა უწყებამ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დავალებები, რათა ყველა აუცილებელი ნაბიჯი ამ გზაზე მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად გადაიდგას.



კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მოისმინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და გამოწვევები, ასევე, განიხილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო პროექტები და მათი განხორციელების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.



საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ უმთავრეს ორგანოს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. კომისიის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და განიხილავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის და მიღებული დავალებების შესრულების გზაზე. პროცესს უშუალოდ გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
სხდომა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up