უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 18 ივლისს საქართველოს ეწვევა.
გიორინგ-ეკარდტი გაეცნობა ომის შედეგებს და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს. ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში.
ვიცე-პრეზიდენტი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. გარდა ამისა გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 19 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში თემაზე „კულტურა – დემოკრატია – ევროპა: რესურსი და მანათობელი ვარსკვლავი საქართველოსთვის?.
2022 წლის 20 ივლისს კატრინ გიორინგ-ეკარდტი სომხეთში გაემგზავრება.