საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებენ პრიორიტეტებს - მაკრონი

საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებენ პრიორიტეტებს - მაკრონი

access_time2022-06-23 23:17:53

„ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში​“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.


როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ევროკომისიის არჩევანით უკრაინასა და მოლდოვას მიეცა კანდიდატის სტატუსი, ასევე საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა კომისიამ.


მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ ეს იმ კონტექსტში, რომელშიც ვცხოვრობთ, ომის კონტექსტში, რომელიც რუსეთმა გადაწყვიტა დაეწყო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე. ერთ კვირის წინ, კიევში ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, მიგვეღწია შეთანხმება, რათა უკრაინისთვის მიგვეცა კანდიდატის სტატუსი, რომელიც მისცემდა ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას. ჩვენ მივეცით მათ საგზაო რუკა, ეს ყველაფერი იყო დამოკიდებული უკრაინაზე. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავგდით წინ პრეზიდენტ მიშელთან და უკრაინასთან ერთად, ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს საბჭოს წევრებს შორის და ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის ნათელ გზავნილს ვუგზავნიდით, რომ კონფლიქტის პირველი დღიდან ევროპა გაერთიანებულიყო. ძალიან აქტიურად ხდებოდა რეაგირება ამ კონფლიქტზე, პირველ რიგში სანქციები შემდეგ მარკოეკონომიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით, პოლიტიკური ჟესტების თვალსაზრისით ერთიანი ძლიერი გაერთიანებული ევროპა ასრულებდა მის წინაშე მდგარ ამოცანას.



ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექტსში. ჩვენი არჩევანით უკრაინას და მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ასევე საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა კომისიამ.


ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მოლდოვას პოზიციას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, ეს იქნება ხანგრძლივი გზა, იქნება ძალიან ბევრი პირობა. მზად ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში პრეზიდენტ მიშელს. მან აღწერა დეტალური გზა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კენჭისყრა ჩატარდეს ჯეროვნად ბულგარეთის პარლამენტში. ჩვენთვის არის საშუალება, ეს შესაძლებლობაც შევასრულოთ. ძალიან დიდი რისკი აიღო საკუთარ თავზე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკანასკნელ კვირებში. ჩვენ გარღვევას უნდა მივაღწიოთ ალბანეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ ვლაპარაკობთ რა უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, რადგან ომი დაბრუნდა ევროპის მიწაზე. დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში ამ კონტექტსში ჩვენ საღამოს განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზირსით. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს და ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია დღეს“, – განაცხადა მაკრონმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up