საქართველოს მიმართ გამოთქმული ბრალდებები მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს მიმართ გამოთქმული ბრალდებები მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია - ირაკლი ჩიქოვანი

access_time2022-04-06 22:10:36

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმული ბრალდებები მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.  

,,საქართველოს არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი“, - აცხადებს ჩიქოვანი.

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


მისივე თქმით, თუკი რაიმე ინფორმაცია არსებობს და ამის დაზუსტებაა საჭირო, არსებობს შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებები.


,,ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოდგენს. მეორე მხრივ, ჩვენი რეგიონი არის ურთულესი რეგიონი და არც ერთ შემთხვევაში საქართველო არასოდეს ყოფილა სანქციების თავის არიდების ადგილი. სამწუხაროა, რომ მეგობრული სახელმწიფოს ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარში დავუდგეთ ამ ურთულეს პერიოდში უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ინტერესების დასაცავად საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში მუშაობდა.

„ვიცი, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრებს, მეც მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან და მრავალჯერ, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში ვმუშაობდით იმისთვის, რომ უკრაინის ინტერესები დაგვეცვა. ეჭვი მაქვს, პოლიტიკურ სუბიექტებს ძალიან კარგად ესმით იმ ნაბიჯების მნიშვნელობა, რომელიც საქართველომ გადადგა. თქვენ როგორ გგონიათ, კომუნიკაციის გარეშე დგება ის, რომ ჩვენ გაეროს რეზოლუციის თანასპონსორები ვართ? ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაწყებულიყო გამოძიება, როგორ გგონიათ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც მივიღეთ ევროპის საბჭოში, როგორც ორგანიზაციაში რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო ნაწილში, ეს ჰაერიდან მოდის და უშედეგოა? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის უპირობო და ეს არის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ჩარჩოებში, ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up