საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზოდ შესვლას შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საამიროებში მდებარე საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ.“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ საზღვრის კვეთა ევროკავშირის ქვეყნებში (გარდა ილრანდიისა), შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, თურქეთში, უკრაინაში და დსთ-ს ქვეყნებში (გარდა რუსეთისა) შეუძლიათ. თურქეთსა და უკრაინაში შესვლა ბიომეტრიული პასპორტის გარეშეც, ID ბარათითაც შესაძლებელია.