საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს - ასლან ბჟანია

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს - ასლან ბჟანია

access_time2023-03-03 19:00:17

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს“, მაგრამ „ოპოზიცია აფხაზეთში ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს“.

 

რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, ამის შესახებ ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა „პარლამენტში“, „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას. მანამდე ცნობილი იყო, რომ „კანონპროექტი“ პირველ მოსმენაზე ჩავარდა. დეპუტატებმა შემოთავაზებული ცვლილებები საზოგადოებაზე იდეოლოგიური წნეხისა და თავისუფალი აზრის შეზღუდვის მცდელობად შეაფასეს.

 

„ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ისე ვართ დაცული, რომ საერთოდ არაფერი გვემუქრება, და ეს იმის მიუხედავად, რომ უკვე ბომბები და ჭურვები ცვივა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის (რუსეთი. რედ.) ტერიტორიაზე. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აქ (აფხაზეთში. რედ) ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს. რაღაცის შეჩერება მოვახერხეთ. მაგრამ რა, აფხაზეთის უსაფრთხოების უწყებები უცხოური მასალაა? იქ მოწვეული მანქურთები მსახურობენ თუ აფხაზეთის მოქალაქეები არიან? გავიდა ჩვენთან კანონი „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“? მასშიც ხომ არ არის საუბარი „ჭანჭიკების მოჭერაზე“, ადამიანებისთვის თავისუფლად ფიქრის, თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე. ისიც ხომ რაღაც მიზეზებით ვერ გავიდა,“ - განაცხადა ბჟანიამ.

 

მას მიაჩნია, რომ „პარლამენტმა“ ორივე კანონპროექტს უნდა დაუჭიროს მხარი.


 

„უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და პრევენციული ზომები არასდროსაა ზედმეტი. არ ვიცი ვინ და რატომ განიცდიდა შეშფოთებას. ნუთუ შეგვიძლია აფხაზეთის მთავრობის სისტემას რეპრესიული ვუწოდოთ? ნუთუ არ ვამჩნევთ, რომ ხალხი ყველაფერს ლაპარაკობს, რაც უნდა და სადაც უნდა. დაუსჯელად შეურაცხყოფენ ნებისმიერს. ვის ჩამორთმევია მსგავსი უფლება, როცა გამოხატვა სურდა? როდის მომხდარა ასეთი, მიკარნახეთ? ჩვენ საბიუჯეტო მუხლი გვაქვს, ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას. ასე ევროპაშიც კი აღარაა, არც - რუსეთში, ჩვენ კი ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას. ისინი ხომ თავიანთ არხებზე ხელისუფლებაზე უსიამოვნოდ და უსამართლოდ საუბრობენ,“ - დაამატა ბჟანიამ.

 

ზოგმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. არაერთი ქართველი პოლიტიკოსი მმართველი პარტიიდან აცხადებს, რომ საქართველოს ომისკენ დასავლეთიც მოუწოდებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს და ემიჯნება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე - დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

 

 

radiotavisupleba.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up