2021 წლის 18-20 აგვისტოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.