საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია მიიღო

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია მიიღო

access_time2023-04-05 20:30:14

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, რეზოლუცია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და მისი ლეგიტიმაციის მცდელობებს და სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ადგილზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლების დარღვევის, დევნილი მოსახლეობის სახლების განადგურებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების გამო.


„რეზოლუციაში აღნიშნულია გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, ასევე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ჩაკეტვა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, ემსახურება რეგიონების შემდგომ იზოლაციას და იწვევს ფატალურ შედეგებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომის გამო.


რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კვლავ დაუსჯელნი რჩებიან 2014-2020 წლების პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები, რაც ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომის გაღრმავებას.



ამასთან, რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც მოკლებულნი არიან საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.


„დოკუმენტში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა უარს აცხადებს რეგიონული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის ვალდებულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე და ადგილზე ადამიანის უფლებათა მექანიზმების დაუყოვნებელ, შეუფერხებელ წვდომას მოითხოვს.


რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.


აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს. პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, დოკუმენტს აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, რადგან ყოველ წელს, რეზოლუცია ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე წარადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები მის შესრულებასთან დაკავშირებით. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ რეზოლუციის ყოველწლიური მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up