საქართველოს  პარლამენტი  უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს

access_time2022-02-24 17:57:49

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უმრავლესობის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, თითოეული გადაწყვეტილება, იქნება ეს რეზოლუცია თუ სხვა, უნდა იქნას მიღებული იმ საფრთხის გათვალისწინებით, რის წინაშეც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველო და ევროპის დიდი ნაწილი დადგა. რისკების და საფრთხეების ნაწილში, ქადაგიშვილი ბიბილოვის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

„რა თქმა უნდა, სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია, სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და იმსახურებს დაგმობას, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ კონტინენტს, ევროპას და ამ საფრთხის საშიშროება დგება, რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშეც იმ სამხედრო მოვლენების და ოპერაციების ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან და არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი იმისათვის, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ყველა ის განცხადება, ყველა რეზოლუცია, რომელსაც სხვათა შორის ჩვენც ვამზადებთ უკვე, რომ ეს მოვლენები საქართველოში ესკალაციის გადმოტანასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნას აცილებული. მოგეხსენებათ, ამ გეგმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით ერთი საგანგაშო სიგნალი გაჟღერებული იქნა, როცა ბიბილოვმა, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, ვიწყებთ მზადებას შესაძლო ქართული პროვოკაციებისგან თავდასაცავადო“. აქედან გამომდინარე, სიტუაციას უნდა შევხედოთ არა შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ „აბა, ახლა ჯინაზე, რას გაგიკეთებ და თავზე დაგაქცევ“, არამედ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს და მათ შორის, საქართველოს ემუქრება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არიდებული იქნას საფრთხე,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.


IPN.GE

თეგები:
რეზოლუცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up