„საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი არაკონსტიტუციურია“ - GDI

„საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი არაკონსტიტუციურია“ - GDI

access_time2023-04-08 16:30:37



არასამთავრობო ორგანიზაცია GDI პარლამენტის მიერ ფორმულას, მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "ამგვარი მოწესრიგება ჟურნალისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას გულისხმობს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება".



"მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.



პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას, რომელთა დასმული კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის საფუძვლად არ ითვალისიწნებს პარლამენტარების უფლებას დაცული იყვნენ ჟურნალისტების კრიტიკული კითხვებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანება უშვებს ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.




ცხადია, ამგვარი მოწესრიგება გულისხმობს ჟურნსლისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას, რასაც მსუსხავი ეფექტი გააჩნია. მოქმედი წესის პირობებში ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც მათ წაართმევს შესაძლებლობას უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე.



აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული აკრედიტაციის შეჩერების წესი წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასთან", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:



  • კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს  საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესები


  • კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აღუდგინოს აკრედიტაცია, რადგან ირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები


მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up