საქართველოს პასპორტი ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში 34-ე ადგილზეა და ამ პოზიციას ქვეყანა ტუვალუსთან ერთად იყოფს.
Arton Capital-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 127 ქულა აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 74 ქვეყანაში შეუძლიათ, 53 ქვეყანაში კი ვიზა საზღვრის კვეთის წინ გაიცემა. საქართველოს პასპორტის მქონე პირებს მოგზაურობამდე ვიზის მიღება 71 ქვეყანაში შესვლისთვის ესაჭიროებათ.
რამდენიმე თვის უკან კი კომპანია Henley&Partners-ის მიერ გამოქვეყნებულ ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველოს პასპორტი, რომლითაც 116 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი, 50-ე ადგილზე მოხვდა.
რეიტინგის სათავეში 181 ქულით არაბთა გაერთიანებული საამიროებია. მის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 122 ქვეყანაში შეუძლიათ. სიის ბოლო ადგილზე ავღანეთია, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში შეუძლიათ.