საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია.
6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.