საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა უკრაინაში, დონეცკის ქალაქ ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახებს. მათი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 3 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა.
"ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან:
- ავთო რურუა;
- რომეო ფირჩახია;
- როლანდ კვარაცხელია;
- ბადრი მარკელია;
- მერაბ ალადაშვილი.
ბახმუტში საომარი მოქმედებების შესახებ 3 დეკემბერს განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსიკიმ. მან თქვა, რომ იქ ვითარება "ყველაზე ცხელი და მტკივნეულია" და მადლობა გადაუხადა ყველა იმ მებრძოლს, ვინც დონეცკის ოქლში იბრძვის.