საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში ე.წ. აგენტების კანონპროექტით გამოწვეულ პროტესტებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს.
„დემოკრატიული ღირებულებებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და შეკრების თავისუფლებისთვის ქართველების ერთგულება გაგონილ იქნა.
საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, - წერს მაკრონი.