ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფსონი აქვს დადებული უკრაინის დამარცხებაზე, ბიძინა ივანიშვილი კი ამით თავის მხრივ რუსულ საქმეს აკეთებს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უზარმაზარი გეოსტრატეგიული შეცდომა , გააზრებით თუ გაუაზრებლად არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ფსონი დადო ამ ომში უკრაინის დამარცხებაზე, მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ლოგიკა დღეს აწყობილია ამაზე.
ჩვენ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს არანაირი უნარი რომ მსგავსი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, რა თქმა უნდა ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. საიდან მოიტანა, ეს მისი გაუთვითცნობიერებელი შიშებია თუ ვიღაცამ უკარნახა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად ვამბობ რომ ივანიშვილი არც პროამერიკელია არც პროქართველია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რასაც ის აკეთებს არის აბსოლუტურად რუსული საქმე. მოტივაციას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.