საქართველოში ომი არ იქნება – ზურაბ მაღრაძე

საქართველოში ომი არ იქნება – ზურაბ მაღრაძე

access_time2022-03-20 19:30:53

ზურაბ მაღრაძე, ტრენერი „კრედო აკადემიიდან“ და ციფრული პროექტების ავტორი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს სახელწოდებით, „საქართველოში ომი არ იქნება“.


პოსტის ავტორის მოსაზრებებს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„გაგიკვირდებათ ალბათ თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია? შევეცდები მოკლედ ვთქვა.

პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის დაგეგმილმა ზრდამ გეგმას გადააჭარბა. ომამდე გითხარით, რომ რუსეთზე გამავალი სარგინიგზო გადაზიდვები შეწყდება. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. მანამდე სხვა კიდევ ბევრი რამ გითხარით…

2021 წელი ევროკავშირმა რომ რკინიგზის წლად გამოაცხადა, ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის სიგნალი იყო უკვე. აქამდე ჩინური სახმელეთო ტვირთები ევროპის პორტებისკენ მიემართებოდა რუსეთი-ბელორუსი-პოლონეთი-გერმანია-ნიდერლანდების რკინიგზებით. დასრულდა უკვე რუსული სატრანზიტო ჭინთვები. ევროპიდან აზიამდე ერთადერთი გზა ორ ზღვა შუა ლელოზე გადის.

ირანი სანქციების გადახედვის რეჟიმშია. ემზადება საქართველოს პორტების გავლით ტვირთების ევროპის ბაზრებისკენ მიწოდებისთვის.

ბაქოს პორტიდან საქართველოს გავლით სტამბოლის პორტამდე სატვირთო მატარებლები უკვე მოძრაობს. თურქეთში შედის ყველა სატრანზიტო არტერია - სანავთობო, ბუნებრივი აირის, სარკინიგზო... ანუ თურქეთის ინტერესები მნიშვნელოვნად ზიანდება. კასპიის ენერგომატარებლები კი ევროპას ახლა დიდად ჭირდება.

კარგად იცის კრემლის შპანამ, რომ ომს თუ დაიწყებს, თურქეთთან მოუწევს პირისპირ საუბარი, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ მილსადენები გადის.

კიდევ არის ერთი ფაქტორი - სომხეთიდან რუსული ჯარის უკრაინაში გაყვანა საქართველოს გავლით. ვერ გაიყვანს, რადგან საწვავის ქვეყანას საწვავის კრიზისი დაუდგა თავისი ჯართისთვის. ლოჯისტიკა მორყეული აქვს. ამიტომ თვითმფრინავით დაიწყეს გიუმრიდან საზარბაზნე ხორცის ტრანსპორტირება. სირიიდან 40,000 მებრძოლიო, ხმა დაირხა კრემლიდან. ჯერ ერთი 1000-ზე მეტი მეომარი ვერ შეაგროვა ასადმა. მერეც მეორე, ამ ზამთარში სირიელები უკრაინელებისთვის ადვილად დასაღეჭი ხორცია.

რაც შეეხება საქართველოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს. კრიზისი ნამდვილად იქნება, ოღონდ იგი ეგრეთ წოდებულ რუსულ ბაზრებზე დაერთებული ქართველებისთვის იქნება და არა ქართველი ხალხისთვის.

მალე საქართველო სხვა ქვეყნებს და ხალხებს აქეთ დაეხმარება.

ერთ რეკომენდაციას დავწერ აქვე. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის დაუშვით შემდეგი სასწავლო საგნები - გეოპოლიტიკა და აბრეშუმის გზა.

უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ (არ ვიცი ამას მერამდენედ ვწერ უკვე).

დიდება გმირებს!“, – წერს ზურაბ მაღრაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up