საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. როგორც „მინისტრის“ საათის ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ასევე განიხილება თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.
„აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება. ასევე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, ორი ქვეყანა გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რაც ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.