საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს

access_time2021-06-21 15:00:10

კურორტ ნუნისში საქართველოში პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პირველი პროგრამა ამოქმედდება. პროგრამას, რომელიც შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას ეყრდნობა, პროფესორი ლერი ლაფანაშვილი ხელმძღვანელობს. „კომერსანტი“ დაინტერსდა, როგორია მოთხოვნა სარეაბილიტაციო კურსზე და რა სერვისებს სთავაზობს ბალნეოლოგიური კურორტი სტუმრებს. ამ და სხვა კითხვებზე მედიაჰოლდინგთან კურორტ „ნუნისის“ გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი საუბრობს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ 2020 წელს ნუნისის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, მისივე თქმით, მოთხოვნა დაბალბიუჯეტიან პაკეტებზეა გაზრდილი.

 

„სასიამოვნო იყო, რომ  სხვა წლებში თუ ზამთრის სეზონზე მომხმარებელი ნაკლებად გვყავდა, წელს კომპანია ალტა-ვისტასთან ერთად (კომპანია, რომელმაც 2020 წლის მენეჯმენტი თავის თავზე აიღო) ჩვენ შევძელით დამსვენებელი ზამთრის სეზონზეც მიგვეღო. თუმცა, ეს იმდენად მცირე რაოდენობა იყო, ვერ ვიტყვით, რომ ნუნისათვის ფინანსურად ეფექტური იყო. თუმცა, მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილია, მაგრამ  უფრო დაბალბიუჯეტიან პაკეტებზე და რა თქმა უნდა ეს მეტყველებს, რომ მოსახლეობის შემოსავლები არ გაუმჯობესებულა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

ირმა დაუშვილი გვიყვება, რომ ბალნეოლოგიურ კურორტზე ძირითადი მკურნალობა სააბაზანო პროცედურების მეშვეობით ხდება. მისი თქმით, იქ არის უნიკალური თერმული წყალი კანის სხვადსხვა დაავადების სამკურნალოდ. ამბობს იმასაც, რომ ნუნისში არაჩვეულებრივი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, სადაც მანქანით მოძრაობა აკრძალულია, ირმა დაუშვილის თქმით, ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ფეხით ან საბაგაროთია შესაძლებელი. ბიზნესმენის განცხადებით, კურორტი მომხმარებელს სამჯერად კვებასთან ერთად საფეხმავლო ექსკურსიებსაც სთავაზობს. მისვე განმარტებით, ტერიტორიაზე მოწყობილია ღია ბარი, სადაც დამსვენებლებისთვის ღონისძიებებს აწყობენ. „კომერსანტის“ კითხვაზე, რა თანხას შეადგენს სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი კურსი, ირმა დაუშვილი გვპასუხობს:

 

„დღევანდელი პოსტკოვიდური მდგომარეობა საკმაოდ შეუსწავლელია. ჯერ არ არის ბოლომდე დადგენილი, თუ რა გართულებებს იწვევს ვირუსი. თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და სიმშვიდე ნებისმიერი დაავადებაზე დადებითად აისახება. ამიტომ ნუნისი ამ თვალსაზრისით გამორჩეული ადგილია. სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს როგორც სარეაბილიტაციო, ისე გამაჯანსაღებელ 7-14 დღიან კურსს. პაკეტის ღირებულება კი დღეების რაოდენობაზე დამოკიდებულია.  ვფიქრობთ, რომ პროგრამა ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება“.


 

ნუნისის გენერალური დირექტორი პროგრამის ეფექტურობას სეზონის ბოლოს შეაფასებს, სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ითანამშრომლებენ თუ არა სხვა  კურორტებთანაც. თუმცა, ირმა დაუშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმს დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მის განვითარებას ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს:

 

„ვფიქრობ, რომ სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს უნიკალურობა მის ბუნებაში, მთებასა და ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეშია. საბჭოთა კავშირის პერიოდის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 355-ზე მეტი საკურორტო ტერიტორია, კლიმატური, თერმული თუ მინერალური წყლებით. თუმცა, ეს ბუნებრივი რესურსები ჯეროვნად არ არის შესწავლილი და ამ მიმართულებით კარგი იქნება თუ კერძო სექტორი და სახელმწიფო უკეთ ითანამშრომლებენ. დღეისათვის ეს სფერო მიტოვებულია და არანაირი ხელშეწყობა არ არის. განსაკუთრებით კი არის ინფრასტრუქტურული პრობლემები.

თუნდაც, რომ ავიღოთ ნუნისი. მისი განვითარება ჩვენთვის, დამფუძნებლებისათვის, საკმაოდ ძნელია, რადგან დღემდე ვერ მოხერხდა მისასვლელი გზის დაგება და არც სარკინიგზო სადგურია თანამედროვედ მოწყობილი, აღარ ვსაუბრობ კომფორტულ მატარებლებზე. არ არის გაზიფიცირება, პრობლემაა ინეტრნეტიც. იმისათვის, რომ ეს სფერო განვითარდეს, ამ მიმართულებას სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება, რაც დღეს არ ხდება. ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები განსაკუთრებით კი რეგიონებში განსავითარებელი​. ამ მიმართულების მოწესრიგების გარეშე სამედიცინო ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია, თუმცა უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - აცხადებს ირმა დაუშვილი.

 

ბიზნესმენი გვიყვება, რომ წელს ნუნისს ძირითადად საქართველოში მომუშავე უცხოელები სტუმრობდნენ. ირმა დაუშვილს იმედი აქვს, რომ რეგულაციების შემსუბუქება და ქვეყანაში ტურისტების შემოდინება დასასვენებელ კომპლექსზე დადებითად აისახება.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up