“საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე“  -  ლადო პაპავა

“საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე“ - ლადო პაპავა

access_time2022-03-07 16:20:11

პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე და ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა გარკვეული სავალუტო ოპერაციები შეიზღუდოს. ამის შესახებ ლადო პაპავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რითი ხსნის საქართველოში ლარის კურსის მკვეთრად გაუფასურებას მაშინ, როცა აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში და თავად საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინაშიც კი, შედარებით დაბალია.


პაპავა ლარის გაუფასურებას მათ შორის საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლას უკავშირებს.


„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ხდება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეიზღუდოს ასეთი სავალუტო ოპერაციები. ეს აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ „ვიზამ“ და „მასტერკარდმა“ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთიდან გასვლის შესახებ, რაც რუსეთის მოქალაქეებს შეუზღუდავს ამ ბარათების სხვა ქვეყნებში გამოყენების საშუალებას. რაც შეეხება რუსეთს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი გაურბის იმ დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით უკრაინაში ომის წარმოების დროს. მესმის, მათი მცდელობა, რომ საქართველოში უვიზო რეჟიმია და ადვილად შემოდიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ შორის არაერთი პროვოკატორი იქნება, შესაძლოა - დივერსანტიც კი, რომელიც არ არის გამორიცხული იყოს საფრთხის შემცველი. მოსკოვს კიდევ ერთხელ არ უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების დაცვა სჭირდება. ამიტომ უნდა გააქტიურდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაშიც, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან იქნება გასაკეთებელი“,- განაცხადა ლადო პაპავამ.



კითხვაზე, რატომ არის ლარის კურსი ყველაზე უფრო გაუფასურებული რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით, ლადო პაპავა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი სწორედ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში რუსული რუბლის მოცილება და დოლარის შესყიდვაა.


„ეს ისტორია საქართველოს ერთხელ უკვე გადახდა თავს, 1998 წელს, როდესაც რუსეთში დეფოლტი მოხდა და ამ დეფოლტის შედეგად გაუფასურებული რუბლი გაედინებოდა რუსეთიდან და რადგანაც საქართველოს საზღვარი ნაკლებად კონტროლდებოდა, კონტრაბანდის საკმაოდ დიდი შემოდინება იყო. ჩამოჰქონდათ ტონობით რუსული ვალუტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლარის გაუფასურება, რადგან გაუფასურებული რუსული ფულით ცდილობდნენ დოლარების შესყიდვას და დოლარი გაედინებოდა", - განაცხადა ლადო პაპავამ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up