საქართველოში წარმოებული ელექტრონული პირბადე საერთაშორისო ბაზარზე 150 დოლარი ეღირება

საქართველოში წარმოებული ელექტრონული პირბადე საერთაშორისო ბაზარზე 150 დოლარი ეღირება

access_time2020-04-21 18:30:41

კორონავირუსის დაწყებისთანავე მსოფლიოში დამცავი პირბადეების დეფიციტი დაიწყო. დეფიციტის შედეგად ადგილობრივი წარმოების პირბადეების წარმოება საქართველოშიც დაიწყო. მრავალჯერადი პირბადეების წარმოების შემდეგ ჯერი ისეთ პროდუქტზე დადგა, რომელის გამოყენებასაც ადამიანი არაერთი წლის განმავლობაში შეძლებს.


ეს პროდუქტი პირველი ქართული ელექტრონული პირბადეა, რომელიც ტექნო პარკის გრანტის ფარგლებში იქმნება. იდეის ავტორი, დავით მიზანდარი „კომერსანტთან“ საუბრობს, რომ პირბადე, რომელიც ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზეც გაიყიდება და მისი ღირებულება საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის განსხვავებული იქნება.


„ზუსტი ფასი არ გვაქვს განსაზღვრული, რადგან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჯერ არ ვიცით რამდენ ნათურას ან სხვა საჭირო ხელსაწყოს შევიძენთ. თუმცა, ქართული ბაზრისთვის გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის. პირბადე რომელსაც ჩვენ ვამზადებთ არის ურბანული ტიპის ნიღაბი, რომელსაც 5 წლის ვადა აქვს და მისი მიახლოებითი ფასი საერთაშორისო ბაზარზე 150 დოლარი იქნება. რა თქმა უნდა ბევრად ნაკლები იქნება ადგილობრივ ბაზარზე“.-ამბობს დავით მიზანდარი.


ელექტრონული პირბადის იდეის ავტორი დაზუსტებით ვერც იმაზე საუბრობს, ვინ იქნება პირბადეების გავრცელების პირველწყარო. თუმცა, მიზანდარის თქმით, ასევე მზადდება პირბადეები, რომელიც სპეციალურად მედპერსონალისთვის იქნება განკუთვნილი.



„ჯერ არ ვიცით პირბადეების გავრცელების პირველ წყარო ჩვენ ვიქნებით, თუ რომელიმე სააფთიაქო ქსელს მოველაპარაკებით რეალიზაციისთცის, არ გადაგვიწყვეტია ეს საკითხი. ასევე ცალკე ხაზს ვაკეთებთ სამედიცინო პერსონალისთვის, აღჭურვილობა იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. იქ გამოსუნთქული ჰაერის სტერილიზაციასაც იქნება შესაძლებელი, რომ ან პაციენტისგან არ გადაედოს რაიმე ექიმს და მერე სხვებს არ გადასდოს, ერთგვარი დაცვითი მექანიზმი ექნება“. -ამბობს დავით მიზანდარი.




დავით მიზანდარი  განმარტავს, რომ პირბადეს აქვს ლედ ნათურები, რომელიც ნებისმიერ ვირუსს და ბაქტერიას რეპროდუქციის უნარს უკარგავს. პირველ ეტაპზე ნათურები ფიზიკის ინსტიტუტში შემოწმდება და დადგინდება  რამდენად რეალურია, შემდეგ კი პირველ სატესტო ვერსიას ლუგარის ლაბორატორიაში გამოცდიან.


„ველოდებით ნაწილებს, რომელიც წინა კვირას უნდა ჩამოსულიყო, თუმცა გადადებული რეისის გამო ვერ მოხერხდა და რამდენიმე დღეში ადგილზე იქნება. ძირითადი სამუშაო ჩატარებული გვაქვს. ახლა იმ ნაწილებს ჩავდგამთ, რომელსაც ველოდებით. პირველი ვარიანტი კვირის ბოლოს მზად იქნება და ლუგარში მივიტანთ დასატესტად.ელექტრონული ნიღაბი სხვა ნიღბებისგან განსხვავდება იმით, რომ ავტომატურად მიეწოდება ჰაერი. ძლიერი ფილტრის შრეების გამო, ადამიანს მისი მოხმარება უჭირს, რადგან 15 წუთის მეტს ვერ უძლებს და ეწყება ფილტვების გადაღლა, სწორედ ამის გამო ჩავდგით შიგნით ჰაერის კომპრესორი,რომელიც ავტომატურად მიაწვდის ჰაერს და შიგნით შექმნის ატმოსფერულ წნევას თითქოს ფილტრი არ გიკეთია.1 პირბადის დამზადებას 12-15 საათი უნდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ნახაზები ქარხნის წარმოებისთვის, ქარხნის პირობებში კი დღეში მინიმუმ 1000 ერთეულის დამზადებას შევძლებთ“.-აცხადებს მიზანდარი.



პირბადის ავტორის თქმით, აშშ-ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში დეველოპერად მუშაობის დროს სხვადასხვა ვირუსული ინფექციებისა და ბაქტერიების გასანადგურებლად ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან ერთად სხვადასხვა სიხშირის მაგნიტურ ტალღებს იყენებდა. როგორც კი პირბადეების დეფიციტი შეიქმნა რამდენიმე მეთოდი ერთმანეთს დაუკავშირა და გადაწყვიტა ელექტრონული ნიღაბი შეექმნა.მისი გამოგონებით კი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მათ შორის მიმდინარეობს სამუშაოები აშშ-ში სადაც პირბადეების წარმოება იგეგმება.



„სოციალური ქსელების საშუალებით საკმაოდ გავრცელდა ინფორმაცია პირბადეების შესახებ. გვიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. უკვე გვაქვს შეკვეთები, თუმცა ჯერ თანხას ვერ ვახდევინებთ რადგან უნდა გამოვცადოთ პირველი პირბადე. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა რუსეთიდან და უკრაინიდან. ვთანამშრომლობთ ამერიკის სილიკონ ველში გუნდი გვყავს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ პირბადეების წარმოება მათ ბაზარზე დავიწყოთ “.-ამბობს მიზანდარი.



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up