სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან დისტანციურად ჩართეს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ ქართულად ესაუბრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, ამერიკელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მიიღო მონაწილეობა.